თარგმანი: სულად ამის სოფლისა — უწოდს კაცობრივსა სიბრძნესა და სწავლულებასა, რომლისა-იგი ზემოჲთგანვე იტყჳს არა-ქონებასა; ამისთჳს, რაჲთა არა მას მიეჩემოს სასწაული იგი ჯუარისა მიერ წარმართთა მოქცევისაჲ, არამედ სული წმიდაჲ ამისთჳს მიგჳღიეს, რაჲთა შეუძლოთ ცნობად ნიჭთა ამათ, რომელნი მოგუემადლნეს ჩუენ განჴორციელებითა ქრისტესითა, ვინაჲცა ესოდენ უაღრეს ვართ სოფლიოთა ბრძენთა, რაოდენ სული წმიდაჲ, მოძღუარი ჩუენი —მოძღუართა მათთა, პლატონს და პითაღორას.
1 კორინთელთა მიმართ 2:12
11. და მართლაც, რომელმა ჩვენგანმა იცის, რა არის ჩვენში, თუ არა ჩვენმავე სულმა? ასევე ღვთისაც არავინ არაფერი იცის, გარდა მისივე სულისა.12. ხოლო ჩვენ ამ ქვეყნის სული კი არ მიგვიღია, არამედ სული, რომელიც არის ღვთისაგან, რათა ვიცოდეთ, რა მოგვანიჭა ღმერთმა.13. ასე რომ, რაზედაც ვმსჯელობთ, კაცური სიბრძნით ნასწავლი სიტყვით კი არ ვმსჯელობთ, არამედ სიტყვით, რომელიც გვისწავლია სული წმიდისგან, და სულიერით განვმარტავთ სულიერს.
1 კორინთელთა მიმართ თავი 2