მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

1 კორინთელთა მიმართ 2:13

12. ხოლო ჩვენ ამ ქვეყნის სული კი არ მიგვიღია, არამედ სული, რომელიც არის ღვთისაგან, რათა ვიცოდეთ, რა მოგვანიჭა ღმერთმა.13. ასე რომ, რაზედაც ვმსჯელობთ, კაცური სიბრძნით ნასწავლი სიტყვით კი არ ვმსჯელობთ, არამედ სიტყვით, რომელიც გვისწავლია სული წმიდისგან, და სულიერით განვმარტავთ სულიერს.14. მაგრამ მშვინვიერი კაცი არ შეიწყნარებს იმას, რაც ღვთის სულისაგან არის, რადგანაც სიშლეგედ მიაჩნია და ვერ მიმხვდარა, რომ ეს სულიერად უნდა განსაჯო.
1 კორინთელთა მიმართ თავი 2
13. ასე რომ, რაზედაც ვმსჯელობთ, კაცური სიბრძნით ნასწავლი სიტყვით კი არ ვმსჯელობთ, არამედ სიტყვით, რომელიც გვისწავლია სული წმიდისგან, და სულიერით განვმარტავთ სულიერს.
თავი ა̂. რაჲთა არა განიწვალებოდინ ურთიერთას დიდების მოყუარებისაგან და კაცობრივისა სიბრძნისა, რომელსა შინა იტყჳს საღმრთოჲსა სიბრძნისათჳს და საღმრთოთა მსახურთათჳს, და არა-განკითხვისათჳს მოძღუართაჲსა, და რაჲთა არა ვიყვნეთ განლაღებულ და ზუავ
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: რომელსაცა-ესე ვიტყჳთ არა სწავლულებითა კაცობრივისა სიბრძნისა სიტყუათაჲთა, არამედ სწავლითა სულისა წმიდისაჲთა (2,13).:

თარგმანი: ესე არს შეუსწორებელი უზეშთაესობაჲ მოციქულთაჲ უფროჲს წარმართთა მათ ბრძენთა, რაოდენ თჳთ [თავადისა ღმრთისაჲ კაცთა...]

თავი ა̂, * ა
წმ. კირილე ალექსანდრიელი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus
მოციქულისაჲ: არა სწავლულებითა კაცთა სიბრძნისა სიტყჳთა, არამედ სწავლითა სულისა წმიდისაჲთა (2,13).:

თარგმანი: ამით სიტყჳთა უჩუენა უაღრესობაჲ მათი უფროჲს ჴორციელთა მათ ფილაფოსთასა, ვითარმედ ესოდენ უაღრეს მათსა ვართ ჩუენ, რომელ მათ მოძღურად ჰყავს პლატონ და პითაღორა და სხუანი ესევითარნი, ხოლო ჩუენი მასწავლელი არს სული წმიდაჲ, და არასადა საჴმარ არს კაცობრივი სიბრძნე, არამედ ყოველივე საქმე ჩუენი სულიერ არს.

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის