თარგმანი: სულიერად აწინდელსა ამას ადგილსა მორწმუნესა უწოდს, რომელი-იგი განიკითხავს ყოველსავე, ესე იგი არს, განარჩევს და მეცნიერ არს აქათა ამათ წარმავალობასა და მერმეთა მათ წარუვალობასა; იცის დაჴსნადი, და ჰრწამს დაუჴსნელი; ამას შეურაცხ-ჰყოფს, ხოლო მას აღირჩევს. ესრეთ უკუე, სულიერად წოდებული მორწმუნე ყოველსავე მეცნიერ არს ურწმუნოჲსასა და განიკითხავს მისსა ამაოებისა მიდევნებულებასა, ხოლო იგი ამისსა — ვერცა ერთსა რას, რამეთუ არაარსთა არს ჰგონებს, და წარმავალთა —წარუვალ, რომელნი-ესე მას ჰგონიან რადმე. ესენი წარჴდებიან და განქარდებიან, ხოლო რომელნი-იგი წარუვალ არიან და ჰგიან, მათდა მიმართ ურწმუნო არს, და ესრეთ, ორისაგანვე განეჴუების.
1 კორინთელთა მიმართ 2:15
14. მაგრამ მშვინვიერი კაცი არ შეიწყნარებს იმას, რაც ღვთის სულისაგან არის, რადგანაც სიშლეგედ მიაჩნია და ვერ მიმხვდარა, რომ ეს სულიერად უნდა განსაჯო.15. ხოლო სულიერი ყველაფერს განსჯის, თვითონ კი არავისგან არ განისჯება.16. რადგანაც ვინ შეიცნო ქრისტეს აზრი, რომ ასწავლოს მას? ჩვენ კი ქრისტეს აზრი გვაქვს.
1 კორინთელთა მიმართ თავი 2