მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

1 კორინთელთა მიმართ 2:3

2. რადგანაც გადავწყვიტე არაფერი მცოდნოდა თქვენს შორის, გარდა იესო ქრისტესი და ისიც ჯვარცმულისა.3. და ვიყავი თქვენთან უძლურებაში, შიშსა და სასტიკ ძრწოლაში.4. ჩემი სიტყვა და ჩემი ქადაგება ადამიანური სიბრძნის დამაჯერებელ სიტყვებს როდი ჰგავდა, არამედ ვცდილობდი მეჩვენებინა სული და ძალა ღვთისა,
1 კორინთელთა მიმართ თავი 2
3. და ვიყავი თქვენთან უძლურებაში, შიშსა და სასტიკ ძრწოლაში.
თავი ა̂. რაჲთა არა განიწვალებოდინ ურთიერთას დიდების მოყუარებისაგან და კაცობრივისა სიბრძნისა, რომელსა შინა იტყჳს საღმრთოჲსა სიბრძნისათჳს და საღმრთოთა მსახურთათჳს, და არა-განკითხვისათჳს მოძღუართაჲსა, და რაჲთა არა ვიყვნეთ განლაღებულ და ზუავ
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: და მე უძლურებასა შინა და შიშსა და ძრწოლასა მრავალსა ვიყავ თქუენდა მიმართ (2,3).:

თარგმანი: უძლურებად დევნულებათა უწოდს, ვითარ-იგი სხუასაცა ადგილსა იტყჳს: ჯერ-არს თუ სიქადული, უძლურებათა ჩემთასა . რანი იყვნეს იგი, გარნა თ-იგი მთავარსა არეტა მეფისასა მოეცვა ქალაქი შეპყრობაჲ პავლესი უნდა. ნაჲცა უმეტეს განცხადნების ძლიერებაჲ ჯუარისაჲ. რამეთუ არა ხოლო უსწავლელ და გლახაკ, არამედ დევნულ და შემინებულცა იყვნეს ქადაგნი , და ძრწოლით რაჲ ქადაგებდეს, მრავალ განლაღებულთა მათ რ-ასხნეს ბრძენთა და ყოვლად უშიშად მეტყუელთა.

თავი ა
წმ. კირილე ალექსანდრიელი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus
მოციქულისაჲ: და მე უძლურებასა შინა და შიშსა და ძრწოლასა მრავალსა ვიყავ თქუენდა მომართ (2,3).:

თარგმანი: ამას იტყჳს, ვითარმედ: მე არა თუ ოდენ არა ვიჴმარე სიბრძნე ჴორციელისა ფილაფოსობისაჲ ქადაგებასა ამას შინა, არამედ უფროჲსად უძლურებითაცა ჴორციელითა, რამეთუ უძლურ ვიყავ წინაშე ძლიერთა მათ მძლავრთაჲსა, რომელნი მდევნიდეს და შიშითა და ძრწოლითა მათისა მის დევნულებისაჲთა ვქადაგე, რომელ-ესე დიდსა მას ძალსა ჯუარისასა გამოაჩინებს, რამეთუ უსწავლელთა მიერ და უძლურთა, და შიშსა შინა და ძრწოლასა ქადაგებითა დაიპყრა ყოველი სოფელი. ხოლო ამათ სიტყუათა მიერ დაამდაბლებს მათსა გონებასა, რომელნი მუნ ფილაფოსნი იყვნეს; ვითარმცა ეტყოდა, ვითარმედ: იხილეთ-ღა, რავდენნი წინააღმდგომნი იყვნეს ჩემისა ქადაგებისანი, და ამას ყოველსა ზედა წარვჰმართე-ვე იგი თქუენ შორის ქრისტეს ძალითა. გულისჴმა-ყავთ უკუე, ვითარმედ სიბრძნე ეგე, რომელსა ზედა ჰზუაობთ, არად საჴმარ არს, არამედ უფროჲსად სიმდაბლე და შიში უფლისაჲ არიან ყოვლისა კეთილისა მოქმედნი, და ვის ღმერთი შეეწეოდის, იგი არს დიდ და ძლიერ.

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის