თარგმანი: ესე სიტყუანი ესრეთ უსაკუთრეს არიან, ვითარმედ: გინებულნი ვაკურთხევთ; დევნულნი თავს-ვიდებთ; გმობილნი ვჰლოცავთ; რამეთუ ესე არს ქრისტესთჳს სულელ-ყოფაჲ ამას სოფელსა, რაჲთა არა ხოლო ბოროტისა წილ ბოროტი არა მივაგოთ, არამედ კეთილიცა უყოთ ბოროტის მყოფელთა. და არა ხოლო მოთმინებით თავს-ვიდებდეთ, არამედ გჳხაროდის-ცა ჭირთა ზედა, რომელნი სახელისა მისისათჳს შეგუემთხუეოდინ, და რაჲთა ვჰლოცვიდეთ მათ, რომელნი მგმობდენ ჩუენ, მოქცევად ღმრთისა და სინანულად, და ესე ყოველნი სისულელედ შეურაცხიან მყოფთა ამის სოფლისათა.
12. ვწვალობთ და საკუთარი ხელით ვმუშაობთ; გვაგინებენ და ვლოცავთ; გვდევნიან და ვითმენთ.13. გვაყივნებენ და ვანუგეშებთ; თითქოს ნაგავი ვართ ქვეყნისა, ყველას მიერ ნაქელი მტვერი.14. თქვენდა სარცხვენად როდი გწერთ ამას, არამედ როგორც ჩემი საყვარელი შვილების შესაგონებლად.
1 კორინთელთა მიმართ თავი 4