თარგმანი: "განუსუენებელისა" წილ ესრეთ უსაკუთრეს არს, ვითარმედ: დაუდგრომელ ვართ. რომლისა მიერ გამოჩნდების, ვითარმედ არა ხოლო ქადაგებად მიმოსლვისაგან, არამედ არცაღა ადგილ-ადგილ დევნულებათაგან არა ეფლო მოციქულთა ერთსა ადგილსა განსუენებაჲ და კუალად ამას არავე კმა-იყოფდეს, რაჲთამცა იზარდებოდეს ვისგანმე, ვითარცა ძჳრხილულნი ქადაგებად მიმოსლვითა და დევნულებათა შემთხუევითა, არამედ უშრებოდეს-ცა უწყინოდ, რაჲთა იზარდებოდინ მოქმედებითა ჴელთაჲთა.
1 კორინთელთა მიმართ 4:12
თარგმანი: ესე მათდა მიმართ არს, რომელნი შეძინებისათჳს და მორეწვისა ჴელ-ჰყოფდეს ქადაგებასა. მათთჳს იტყჳს, ვითარმედ: ჩუენ განუსუენებელ ვართ და ვშურებით ჴელითა ჩუენითა.
...ტიანებმა; ამგვარი ლოცვები ელინებისაა, ამგვარი ვედრებები — იუდეველების; ქრისტიანის ლოცვა კი საპირისპიროა: ჩვენ წინააღმდეგ ჩადენილთა მიტევებისა და დავიწყების თხოვნა.
ამბობს: „მაგინებელთა ჩუენთა ვაკურთხევთ; ვიდევნებით და თავს-ვიდებთ; მგმობართა ჩუენთა ულოცავთ“ (). მოუსმინე სტეფანეს, რომელიც ამბობს: „უფალო, ნუ შეურაცხ ამათ ცოდვასა ამას“ (). იგი არა მხოლოდ მათ დასაწყევლად არ ლოცულობდა, არამედ მათთვის ლოცულობდა კიდეც; შენ კი არა მხოლოდ მათთვის არ ილოცე, არამედ დასაწყევლადაც ილოცე. როგორც ის საკვირველია, ასევე შენ უკიდურესად ბოროტი ხარ. ვის მივიჩნევთ საკვირველად, მითხარი? მათ, ვისთვისაც ილოცა, თუ მას, ვინც მათთვის ლოცულობდა? ცხადია, მას; ხოლო თუ ჩვენ ასე ვაფასებთ, მით უფრო ღმერთი. გსურს, მტერი დაისაჯოს? მისთვის ილოცე, მაგრამ არა ამგვარი განზრახვ...