თარგმანი: ამითცა დაამდაბლებს ზუაობასა მოძღუართასა, ვითარმედ: ესე საძიებელ არს მნეთა, ესე იგი არს განმგეთა მათ შორის, რაჲთა არა ყოველთა სწორებით, არამედ კაცად-კაცადსა მსგავსად შეძლებისა განუყოფდეს საიდუმლოთა, და ამით სარწმუნო იყოს, რაჲთა არა ნიჭთა მათ მეუფისათა თჳსად სახელ-სდებდეს, არამედ ვითარცა მის მიერ მოცემულთა, ესრეთ განუყოფდეს.
1 კორინთელთა მიმართ 4:2
1. ამრიგად, ჩვენ უნდა შეგვრაცხოს კაცმა, როგორც ქრისტეს მსახურნი და ღვთის საიდუმლოთა მნენი.2. მნეთაგან კი იმას მოითხოვენ, რომ თვითეული მათგანი სანდო იყოს.3. პირადად ჩემთვის სულერთია, თქვენ განმსჯით თუ კაცთა მსჯავრნი. მე თვითონაც არ განვსჯი ჩემს თავს.
1 კორინთელთა მიმართ თავი 4