მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

1 კორინთელთა მიმართ 5:3

2. თქვენ კი ქედმაღლობთ, ნაცვლად იმისა, რომ გეგლოვათ და მოგეკვეთათ ამნაირი საქმის ჩამდენი.3. ხოლო მე - თუმცა შორსა ვარ ხორცით, მაგრამ თქვენთან ვარ სულით, - უკვე მსჯავრი დავდე, როგორც თქვენს შორის მყოფმა, ამ უკეთურების მოქმედს.4. ჩვენი უფლის იესო ქრისტეს სახელით, როცა თქვენთან იქნება ჩემი სული, უფალ იესოს ძალით, -
1 კორინთელთა მიმართ თავი 5
3. ხოლო მე - თუმცა შორსა ვარ ხორცით, მაგრამ თქვენთან ვარ სულით, - უკვე მსჯავრი დავდე, როგორც თქვენს შორის მყოფმა, ამ უკეთურების მოქმედს.
თავი ბ
წმ. კირილე ალექსანდრიელი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus
მოციქულისაჲ: რაჲთა მოისპოს თქუენ შორის, რომელმან საქმე იგი ქმნა. ხოლო მე შორსღა თუ ვარ ჴორცითა (5,2-3).:

თარგმანი: რისხვისა სახესა აჩუენებს, რომელ არცა თუ სახელსაცა თავს-იდებს მისსა თქუმად, არამედ უბრძანებს განდევნასა მისსა პირველ მისისაცა მისლვისა ჴორციელად.

თავი ბ̂. მეძავთა მიმართ და სიძვისა, და რომელნი ამათ ეზიარებოდინ გინა თანა-აღერეოდინ
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: რამეთუ მე შორსღათუ ვარ ჴორცითა, ხოლო მახლობელ სულითა (5,3).:

მოციქულისაჲ: ყოვლადვე ისმის; რაჲსა თქუენ შორის სიძვაჲ, და ეგევითარი სიძვაჲ, რომელ არცა თუ წარმართთა შორის სახელ-ედების, ვითარმცა მამის ცოლი ვისმე ცოლად ესუა? (5,1).

თარგმანი: ზოგად ზიარ ყოველთა ჰყოფს ბრალსა ამის ცოდვისასა, რაჲთა არა ვიეთნიმე უდებ და მიმშუებელ იქმნნენ, ვითარცა თჳთ უცხონი ბრალისაგან. ამისთჳს ეტყჳს, ვითარმედ: არა ხოლო თუ ქმნაჲ, არამედ თჳთ სმენაჲცა ამის ჰამბვისაჲ საძნაურ არს თქუენ შორის, მორწმუნეთა მაგათ; რამეთუ უკუეთუ წარმართთა შორის არა ადვილ არს სახელის-დებაჲცა მებრ ჰამბვისაჲ ამის, რაჲღა ვინ თქუას, რაჟამს საქმით იქმნებოდის მორწმუნეთა შორის?

მოციქულისაჲ: და თქუენ განლაღებულ ხართ და არა უფროჲსად იგლოვეთ; რაჲთა მოისპოს თქუენ შორის, რომელმან საქმე ესე ქმნა (5,2).

თარგმანი: მასვე პირველსა აყუედრებს — რეცა მოქადულობასა ნიჭთა ზედა ღმრთისათა, ვითარმედ თჳთ ესე ოდენ კმა იყო დამამდაბლებელად ამპარტავანებისა თქუენისა, უკუეთუმცა ერთისა მის ცოდვაჲ, ვითარცა ზოგადი ყოველთაჲ, გეგლოვა; რამეთუ ლოცვით და გლოვით ჯერ-იყო შევრდომაჲ ღმრთისაჲ, რაჲთა, ვითარ-იგი უსაკუთრეს არს: აღიღოს შორის მათსა, რომელმან საქმე იგი ქმნა. ესე ამისთჳს,...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის