მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

1 კორინთელთა მიმართ 5:4

3. ხოლო მე - თუმცა შორსა ვარ ხორცით, მაგრამ თქვენთან ვარ სულით, - უკვე მსჯავრი დავდე, როგორც თქვენს შორის მყოფმა, ამ უკეთურების მოქმედს.4. ჩვენი უფლის იესო ქრისტეს სახელით, როცა თქვენთან იქნება ჩემი სული, უფალ იესოს ძალით, -5. სატანას მიეცეს ხორცით სატანჯველად, რათა სული ხსნილ იქნეს უფალ იესოს დღეს.
1 კორინთელთა მიმართ თავი 5
4. ჩვენი უფლის იესო ქრისტეს სახელით, როცა თქვენთან იქნება ჩემი სული, უფალ იესოს ძალით, -
თავი ბ
წმ. კირილე ალექსანდრიელი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus
მოციქულისაჲ: სახელითა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესითა შეკრებასა თქუენსა (5,4).:

თარგმანი: რაჲთა არა ზუაობად შეურაცხონ სიტყუაჲ იგი, რომელ თქუა თუ "აწვე გამისჯიეს", ამისთჳს იგინიცა ზიარ-ყვნა საშჯელსა მას, რაჟამს თქუა, ვითარმედ "შეკრებასა თქუენსა", გარნა "სახელითა უფლისა იესუ ქრისტესითა", ესე იგი არს, ვითარმედ საღმრთოდ შეკერბით და საჯეთ და ნუ შეპყრობილ ხართ კაცისა მის რიდობითა კაცობრივითა და თუალთ-ღებითა.

თავი ბ̂. მეძავთა მიმართ და სიძვისა, და რომელნი ამათ ეზიარებოდინ გინა თანა-აღერეოდინ
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: შეკრებასა სულისა ჩემისა და თქუენისასა (5,4).:

თარგმანი: რაჲთა არა სილაღისად შეჰრაცხონ მათ ზემო თქუმული იგი "აწვე განმიბჭიესი", ამისთჳს მათცა იზიარებს განჩინებასა ამას, მის მიერ ქმნილსა.

ტიმოთეს მიმართ I ეპისტოლე — ჰომილია 5
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
2. სარწმუნოებისაგან განდგომა და სატანისათვის გადაცემა:

...ოვლინება იყო. ხოლო როგორ გადასცა, მოისმინე.

ამბობს: „შეკრებასა სულისა ჩემისა და თქუენისასა, ძალითურთ უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესითა, მიცემად ეგევითარი იგი ეშმაკსა სატანჯველად ჴორცითა“ (). ამიტომ იგი მაშინვე გამოიძევებოდა საერთო კრებულიდან, განიკვეთებოდა სამწყსოსგან, რჩებოდა მარტო და შიშველი, მიეცემოდა მგელს. რადგან როგორც ღრუბელი გამოარჩევდა ებრაელთა ბანაკს, ასევე სულიწმინდა გამოარჩევდა ეკლესიას. ამიტომ თუ ვინმე გარეთ აღმოჩნდებოდა, იწვებოდა; გარეთ კი მოციქულთა განჩინებით აღმოჩნდებოდა. ასევე უფალმაც გადასცა იუდა სატანას; რადგან მაშინვე, როგორც წერია: „და შემდგომად მიღებისა იუდაჲსა პურისა მის შევიდა მისა ეშმაკი“ (). შესაძლებელია ესეც ითქვას: ვისი გამოსწორებაც სურდათ, მათ თვითონ არ სჯიდნენ; გამოუსწორებლებს კი თვითონ სჯიდნენ; ან, თუ ეს არა, უფრო საშიშნი ჩანდნენ, როცა მათ სხვებს გ...

სრულად ნახვა