თარგმანი: ვინაჲთგან თქუა თუ "ნუ აღერევით მეძავთა თანა", რაჲთა არა ჰგონებდენ, თუ გინა თუ ურწმუნოჲ იყოს, გინა თუ მორწმუნე, მეძავი, — ყოვლისაგანვე გუაყენებს მიახლებასა, და თქუეს-მცა თუ: შეუძლებელთა საქმეთა გუამცნებს, რამეთუ შეუძლებელცა იყო ესე, ვინაჲთგან ურწმუნონი იგი ყოველნი მეძავნი იყვნეს და ურწმუნონი მრავალნი იყვნეს მუნ. ვითარმცა ერიდნეს არა-ზრახვად მათდა, ანუ არა-სყიდად მათგან, ანუ არა-მისყიდად მათდა, ანუ სხუაჲ ყოველი ესევითარი. ამისთჳს უკუე, თქუა რაჲ მოციქულმან, ვითარმედ "ნუ თანა-აღერევით მეძავთა", მეყსეულად შესძინა, ვითარმედ: "არა თუ მეძავთა ამის სოფლისათა". ხოლო მეძვად ამის სოფლისა — წარმართთა მათ ურწმუნოთა იტყჳს, ვითარმცა იტყოდა, ვითარმედ: არა თუ ესრეთ ვიტყჳ თუ წარმართთა მეძავთა ანუ მტაცებელთა ანუ კერპთმსახურთა ნუ მიეახლებით, რამეთუ ესე შეუძლებელ არს, არამედ ვიტყჳ, რაჲთა მორწმუნეთა შორის იქმოდით ამას.
8. ასე რომ, ვიდღესასწაულოთ არა ძველი საფუარით, არა უკეთურებისა და უწმინდურობის საფუარით, არამედ სიწმიდისა და ჭეშმარიტების უფუარი პურით.9. აკი მოგწერეთ წერილში: არ შეერიოთ-მეთქი მემრუშეთ,10. და არა მარტო ამ წუთისოფლის მემრუშეთ, ანდა ანგართ, მტაცებელთა თუ კერპთმსახურთ, თორემ ამ ქვეყნით გასვლა მოგიწევთ-მეთქი.
1 კორინთელთა მიმართ თავი 5