თარგმანი: ერთი ჭეშმარიტებაჲ ქრისტიანეთაჲ გამოაჩინა, რაჟამს უწოდა მათ წმიდა, ხოლო აწ კუალად აღამაღლებს მათ და იტყჳს, ვითარმედ: არა უწყითა, რამეთუ წმიდათა სოფელი საჯონ? ხოლო არა თუ ამას იტყჳს თუ განიკითხვიდენ და სიტყუასა მოჰჴდიდენ, ვინცა წმიდანი იყვნენ, რამეთუ განმკითხველი და სიტყჳსმიმჴდელი უფალი არს, არამედ "სჯად" "დასჯასა" იტყჳს, ვითარმედ: სოფელი, რომელ არიან ცოდვილნი (რამეთუ მრავალგან წერილი სოფლად უწესს ბოროტთა კაცთა სიმრავლესა), იგინი დასაჯნენ წმიდათა. ხოლო ვითარ დასაჯნენ? გარნა ესრეთ: რამეთუ რაჟამს გამოჩნდეს, ვითარმედ იგინიცა მსგავსნი მათნი კაცნი იყვნეს, და აჩუენეს სათნოებაჲ და მოქალაქობაჲ კეთილი, მაშინ იქმნებიან დამსჯელ ცოდვილთა, რამეთუ ამხილებდენ მათითა მით საქმითა, ვითარმედ არა უძლურებისათჳს ბუნებისა, არამედ დაჴსნილობისათჳს გონებათა მათთაჲსა ვერ სათნო-ეყვნეს ღმერთსა.
1 კორინთელთა მიმართ 6:2
1. როგორა ბედავს რომელიმე თქვენგანი, ვისაც დავა აქვს სხვასთან, ურჯულოთა სამსჯავროს წინაშე წარსდგეს და არა წმიდათა წინაშე?2. ნუთუ არ იცით, რომ წმიდანი განიკითხავენ ქვეყანას, ხოლო თუ ქვეყანა თქვენს მიერ განიკითხება, განა იმისი ღირსნი არა ხართ, რომ უფრო წვრილმანი საქმენი განსაჯოთ?3. ნუთუ არ იცით, რომ ჩვენ განვიკითხავთ ანგელოზებს, და განა მით უმეტეს არ განვსჯით საერო საქმეთაც?
1 კორინთელთა მიმართ თავი 6