მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სიტყუანი კორინთელთა ა ებისტოლისანი თავი 5

წმინდა იოანე ოქროპირი
მთარგმნელი: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედაქტორი: Titus

პავლესი: იკადროს ვინ თქუენ შორის, რომელსა სარჩელი ედვას მოყუსისა მიმართ, ვითარმცა ირჩოდა იგი ცრუთა წინაშე? (6,1).

თარგმანი: ცრუდ უწესს მთავართა მათ სამეუფოთა ურწმუნოთა.

პავლესი: და არა უფროჲსღა წმიდათა წინაშე (6,1).

თარგმანი: ეკლესიასა შინაო.

პავლესი: წმიდათა სოფელი განიკითხონ (6,2).

თარგმანი: არა თუ თჳთ დასხდენ და სიტყუასა მიჰჴდიდენ, არამედ დაჰსჯიდენ მათ, რამეთუ კაცნი იყვნეს იგინიცა და ესევითარნი საქმენი ქმნეს და იგინი არა ჰბაძვიდეს, არცა ისმენდეს სწავლასა მათსა.

მოციქულისაჲ: არა ღირთ საწუნელისა მის განკითხვისა (6,2).

თარგმანი: ესე იგი არს, ვითარმედ: ვინაჲთგან თქუენ, რომელნი-ეგე სარწმუნოვებითა და ღმრთისმსახურებითა წმიდა ხართ და თქუენ მიერ განიკითხვის სოფელი, თქუენდა რად ჯერ-არს ანუ რად ღირს-იჩინებთ საწუნელთა მათ მსაჯულთა, რომელ არიან სოფლისანი მათ წინაშე?