თარგმანი: ამისთჳს შესძინა სახელიცა ძმისაჲ, რაჲთამცა სიადვილე იგი საშჯელისაჲ გამოაჩინა, ვითარმედ: ეგოდენ არავინ არსა თქუენ შორის ბრძენ, რომელმან შეუძლოს განკითხვად შორის ძმათა, სადა-იგი არა ფრიადი შრომაჲ უჴმს, არამედ ძმობისა იგი საქმე ადვილ ჰყოფს საშჯელსა მას. ხოლო აწ ესევითარსა ორკერძოსა ბოროტსა იქმთ. ერთად, რომელ ძმაჲ ძმასა ერჩის, და მეორედ, რომელ უშჯულოთა წინაშე.
1 კორინთელთა მიმართ 6:7
თარგმანი: ვისგან ძლეულება არს? — გარნა თუ ცხად არს, ვითარმედ — ბოროტისაგან კეთილისა, რაჟამს ესოდენ იძლიოს გულისწყრომისაგან, ვიდრეღა სამშჯავროდ მირბიოდის.
...ტივითა და დიდებით პატივდებული, თანამოდგმეთა მიმართ მხეცებსაც არ ჰბაძავ, არამედ ძმას უსამართლოდ ექცევი და შთანთქავ? და როგორღა შეძლებ თავის მართლებას? ნუთუ არ გესმის პავლესი, რომელიც ამბობს: „რაჲსათჳს არა უფროჲსღა თქუენ გევნების?“ () „რაჲსათჳს არა უფროჲსად თქუენ მიგეხუეჭების?“ () „არამედ თქუენ ავნებთ და მოჰხუეჭთ, და ამას ძმათა.“ () ხედავ, რომ ზიანის მიღება ბოროტის ქმნაშია, ხოლო კეთილის მიღება ბოროტის ატანაშია?
მითხარ, თუ ვინმე მთავართ აგინებს, თუ ვინმე ხელისუფალთ შეურაცხყოფს, ვის ავნებს? თავის თავს თუ მათ? ცხადია, თავის თავს. მაშ, მთავარს ვინც შეურაცხყოფს, მას კი არ შეურაცხყოფს, არამედ თავის თავს; ხოლო ადამიანს ვინც შეურაცხყოფს, მის მიერ ქრისტეს არ შეურაცხყოფს? არა სულაც, იტყვის იგი....