მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

1 კორინთელთა მიმართ 7:13

12. დანარჩენებს კი მე ვეუბნები და არა უფალი: თუ რომელიმე ძმას ურწმუნო ცოლი ჰყავს და ქალი თანახმაა იცხოვროს მასთან, ნუ მიატოვებს მას.13. ასევე ცოლიც, რომელსაც ურწმუნო ქმარი ჰყავს და კაცი თანახმაა იცხოვროს მასთან, ნუ მიატოვებს მას.14. რადგანაც ურწმუნო ქმარი მორწმუნე ცოლისაგან განიწმინდება, ურწმუნო ცოლი კი - მორწმუნე ქმრისაგან. თორემ თქვენი შვილები არაწმიდანი იქნებოდნენ, ახლა კი წმიდანი არიან.
1 კორინთელთა მიმართ თავი 7
13. ასევე ცოლიც, რომელსაც ურწმუნო ქმარი ჰყავს და კაცი თანახმაა იცხოვროს მასთან, ნუ მიატოვებს მას.
თავი დ̂. ქორწინებისათჳს და ქურივობისა და უქორწინებლობისა, რომელსა შინა იტყჳს, რაჲთა არა განვშორებოდინ ცოლ-ქმარნი, დაღაცათუ ურწმუნონი იყვნენ, და სიწმიდისათჳს და მეორედ ქორწინებისა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: და დედაკაცსა თუ ესუას ქმარი ურწმუნოჲ და მას ჯერ-უჩნდეს ყოფაჲ მის თანა, ნუ დაუტევებნ ქმარსა მას, რამეთუ განწმდების ქმარი იგი ურწმუნოჲ ცოლისა მისგან მორწმუნისა, და განწმიდნების ცოლი იგი ურწმუნოჲ ქმრისა მისგან მორწმუნისა (7,13-14).:

თარგმანი: იგივე შჯული ამცნო ცოლსა, რაჲ-იგი ქმარსა, და მერმე ზოგად განუქარვებს იჭუსა მორწმუნესა მას კერძოსა, რაჲთა არა განჴადოს ურწმუნოჲ იგი შიშითა შეგინებისაჲთა. ამისთჳს გამოაჩინებს სიმდიდრესა სარწმუნოებისასა, რაჟამს არა თავით თჳსით წმიდად, არამედ მორწმუნისა მიერ განწმედილად უწოდს ურწმუნოსა მასცა, რომლითა ზოგად ნუგეშინის-სცემს მორწმუნესა, და თანად უჩუენებს ურწმუნოსა მას სიმდიდრესა ქრისტიანეთა სარწმუნოებისასა, ვითარ არა ხოლო თჳთ წმიდა, არამედ სხუათაცა განმწმედელ არიან მორწმუნენი, რაჲთა ესრეთ სურვილად სარწმუნოებისა მოიყვანოს იგი.

თავი დ̂ * ა
წმ. კირილე ალექსანდრიელი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus
მოციქულისაჲ: და ჯერ-უჩნდეს მას ყოფაჲ მის თანა, ნუ დაუტევობნ მას. და დედაკაცსა თუ ესუას ქმარი ურწმუნოჲ, და მას ჯერ-უჩნდეს ყოფაჲ მის თანა, ნუ დაუტევობნ ქმარსა მას (7,12-13).:

თარგმანი: რაჲსათჳს, რომელ, უკუეთუ სიძვაჲ გამოჩნდეს მეუღლისაჲ, ბრძანებულ არს დატევებაჲ, ხოლო ურწმუნოჲსაჲ — არა? არა უძჳრეს არსა ურწმუნოებაჲ? ჰე, უძჳრეს არს, გარნა მეძვისა ბოროტი უკეთურებისაგან გონებისა არს და მეტისა სიბოროტისა, ხოლო ურწმუნოჲ მრავალგზის უმეცრებით დაადგრის საქმესა მას ზედა მცირედჟამ, და სასოებაჲ არნ მოქცევისაჲ, ვითარცა ქუემო იტყჳს, ვითარმედ: "რაჲ იცი, დედაკაცო, აცხოვნო თუ ქმარი შენი"; რამეთუ არარაჲ არს დამაყენებელ, ოდეს მასცა არა ენებოს განშორებაჲ, სასოებითა მოქცევისაჲთა მის თანა.

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის