თარგმანი: იგივე შჯული ამცნო ცოლსა, რაჲ-იგი ქმარსა, და მერმე ზოგად განუქარვებს იჭუსა მორწმუნესა მას კერძოსა, რაჲთა არა განჴადოს ურწმუნოჲ იგი შიშითა შეგინებისაჲთა. ამისთჳს გამოაჩინებს სიმდიდრესა სარწმუნოებისასა, რაჟამს არა თავით თჳსით წმიდად, არამედ მორწმუნისა მიერ განწმედილად უწოდს ურწმუნოსა მასცა, რომლითა ზოგად ნუგეშინის-სცემს მორწმუნესა, და თანად უჩუენებს ურწმუნოსა მას სიმდიდრესა ქრისტიანეთა სარწმუნოებისასა, ვითარ არა ხოლო თჳთ წმიდა, არამედ სხუათაცა განმწმედელ არიან მორწმუნენი, რაჲთა ესრეთ სურვილად სარწმუნოებისა მოიყვანოს იგი.
1 კორინთელთა მიმართ 7:14
13. ასევე ცოლიც, რომელსაც ურწმუნო ქმარი ჰყავს და კაცი თანახმაა იცხოვროს მასთან, ნუ მიატოვებს მას.14. რადგანაც ურწმუნო ქმარი მორწმუნე ცოლისაგან განიწმინდება, ურწმუნო ცოლი კი - მორწმუნე ქმრისაგან. თორემ თქვენი შვილები არაწმიდანი იქნებოდნენ, ახლა კი წმიდანი არიან.15. ხოლო თუ ურწმუნოს გაყრა სურს, დე, გაეყაროს. ამ შემთხვევაში დასაც და ძმასაც გზა ხსნილი აქვთ, ვინაიდან მშვიდობისთვის გვიხმო უფალმა.
1 კორინთელთა მიმართ თავი 7