თარგმანი კუალად იგივე სიტყუაჲ წინა-უყო ყოველთა, რაჲთა გარდასრულთათჳს არას ზრუნვიდენ, ოდენ წინამდებარეთა ჟამთათჳს მოიგენ კრძალულებაჲ დაცვისა მცნებათაჲსაჲ.
1 კორინთელთა მიმართ 7:20
19. წინადაცვეთილობაც არაფერია და წინადაუცვეთელობაც; მხოლოდ ღვთის მცნებათა დაცვაა ყველაფერი.20. ყველა დარჩეს იმად, რადაც იქნა ხმობილი.21. მონად ხარ ხმობილი? ნუ სწუხარ. მაგრამ თუ შეგიძლია მოიპოვო თავისუფლება, უმალვე ისარგებლე ამით.
1 კორინთელთა მიმართ თავი 720. ყველა დარჩეს იმად, რადაც იქნა ხმობილი.
თავი დ̂. ქორწინებისათჳს და ქურივობისა და უქორწინებლობისა, რომელსა შინა იტყჳს, რაჲთა არა განვშორებოდინ ცოლ-ქმარნი, დაღაცათუ ურწმუნონი იყვნენ, და სიწმიდისათჳს და მეორედ ქორწინებისა
მოციქულისაჲ: კაცად-კაცადი ჩინებითა მით, რომლითა იჩინა, მასცა ზედა ეგენ (7,20).:
თავი დ̂ * ა
მოციქულისაჲ: არამედ კაცად-კაცადსა ვითარცა განუყო ღმერთმან, და კაცად-კაცადი ვითარცა იჩინა ღმერთმან, ეგრეცა ვიდოდენ. და ესრეთცა ყოველთა ეკლესიათა უბრძანებ: წინადაცუეთილი თუ ვინმე იჩინა, ნუ იურვინ, და წინადაუცუეთელი თუ ვინმე იჩინა, წინადაიცუეთნ. წინადაცუეთილებაჲ არარაჲ არს და წინადაუცუეთელობაჲ არარაჲვე არს, არამედ დამარხვაჲ მცნებათა ღმრთისათაჲ. კაცად-კაცადი ჩინებითა მით, რომლითა იჩინა, მასცა ზედა ეგენ; მონაჲ თუ კაცადი ჩინებითა მით, რომლითა იჩინა, მასცა ზედა ეგენ; მონაჲ თუ იჩინე, ნუ გჭირნ, არამედ ძალ თუ გედვას განთავისუფლებად, უფროჲსღა იღუაწე. რამეთუ რომელი უფლისა მიერ იჩინოს მონაჲ, უფლისა მიერ განთავისუფლებულ არს. ეგრეთცა აზნაური, რომელი იჩინა, მონაჲ არს უფლისაჲ (7,17-22).:
სრულად ნახვავეტყჳ უქორწინებელთა მათ და ქურივთა: უკეთეს არს მათდა, უკუეთუ ეგნენ ესრეთ, ვითარცა მე (7,7-8).
თარგმანი: ვინაჲთგან აყუედრა მათ, ვითარმედ: "უთმინოებისა თქუენისათჳს", ამისთჳს აწ ნუგემინის-სცემს და ეტყჳს, ვითარმედ: ქალწულებით ყოფაჲ მადლი არს ღმრთისა მიერი. ხოლო არა თუ ამას იტყჳს, თუ ჩუენ მიერი მოსწრაფებაჲ არა საჴმარ არს, რამეთუ მადლი ყოველივე დიდისა მოსწრაფებისა მიერ მოიგების, გარნა, ვითარცა ვთქუ, ნუგეშინის-საცემელად მათდა თქუა, ვითარმედ: კაცად-კაცადსა თჳსი მადლი აქუს; რომელსამე — რაჲთა სრულიად განეყენოს ქორწინებასა, და რომელსამე — რაჲთა მეუღლე ესუას.
მოციქულისაჲ: უკუეთუ ვერ დაითმინონ, იქორწინენ. უმჯობეს არს ქორწინებაჲ, ვიდრე განჴურვებაჲ (7,9).
თარგმანი: არა თუ ესრეთ იტყჳს თუ: რაჲ ბრძოლაჲ შეექმნას, იქორწინენ; არამედ: უკუეთუ ვერ დაითმენდეს ჴურობასა მას და უძჳრესსა შთავარდებოდის, იქორწინენ.
მოციქულისაჲ: ხოლო ქორწინებულთა მათ ვამცნებ (არა მე, არამედ უფალი): ცოლი ქმრისაგან ნუ განეშორებინ. უკუეთუ განეშოროს, ეგენ უქმროდ, გინა ქმარსავე დაეგენ (7,10-11).
თარგმანი: ვინაჲთგან ეგულებოდა თქუმად შჯულისა, რომელი უფალსა თჳსითა პირითა...
დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის