თარგმანი: მიეწერა მისდა კორინთელთა თუ: ჯერ-არსა ცოლთაგან განშორებაჲ? ამისთჳს ეტყჳს, ვითარმედ: კეთილი და უაღრესი ესე არს, რაჲთა ყოვლადვე არა შეეხოს კაცი დედაკაცსა. უკუეთუ კულა ვერ ეძლოს სიძვისათჳს, რაჲთა არა იძლევოდის მის მიერ, კეთილ არს, რაჲთა შჯულიერი ცოლი ესუას, გინა შჯულიერი ქმარი. ვინაჲთგან თქუა თუ "თანანადებსა მისცემდინ ერთიერთსა". აწ უთარგმნის თუ რაჲ არს თანანადები იგი, რომელსა იტყჳს, ვითარმედ: ესე არსო თითოეულისა თანანადები, რაჲთა არა აქუნდეს ჴორცთა ზედა თჳსთა ჴელმწიფებაჲ სხჳსა გუამსა შეხებად, თჳნიერ თჳსისა მეუღლისა.
1 კორინთელთა მიმართ 7:3
2. მაგრამ სიძვის თავიდან ასაცილებლად, ყველა კაცს თავისი ცოლი ჰყავდეს და ყველა ქალს - თავისი ქმარი.3. ქმარი ჯეროვან პატივს მიაგებდეს ცოლს, ცოლი კი - ქმარს.4. ცოლი როდია თავისი სხეულის უფალი, არამედ - ქმარი, და არც ქმარია თავისი სხეულის უფალი, არამედ - ცოლი.
1 კორინთელთა მიმართ თავი 7