თარგმანი: იხილე, ვითარ მოშიშ არს მოციქული ჴელმწიფებით რასმე ბრძანებად მათდა უსრულესისა, რომლისათჳს ეტყჳს, ვითარმედ: ქალწულებისათჳს რაჲ გეტყჳ, ნუ ჰგონებთ თუ საფრჴედ მძლავრებისად დაგირწყუამ სიტყუათა ამათ (რამეთუ იძულებასა საფრჴედ უწოდს), არამედ ნებსით აღგარჩევიებ შუენიერად და კეთილად დადგრომად უზრუნველობასა შინა ქალწულებისასა, რომლისასა რაჲმცა უშუენიერეს იყო, რაჟამს, ვითარ-იგი უსაკუთრეს არს, სახე კეთილ და სლვა კეთილ უფლისა მიმართ განუბნეველ იყოს.
1 კორინთელთა მიმართ 7:35
34. განსხვავებაა გათხოვილსა და გაუთხოვარს შორისაც: გაუთხოვარი უფლისას ზრუნავს, რათა სულითაც და ხორცითაც წმიდა იყოს; გათხოვილი კი ქვეყნისას ზრუნავს, რათა აამოს ქმარს.35. ამას გეუბნებით თქვენსავე სარგოდ: იმიტომ კი არა, რომ ქამანდი მოგდოთ, არამედ იმიტომ, რომ განუწყვეტლივ და დაუბრკოლებრივ მსახურებდეთ უფალს.36. ხოლო ვისაც ეთაკილება, რომ მისი საქორწინოდ შეღერებული ქალი გაუთხოვარი დარჩეს, როგორც ნებავს, ისე მოიქცეს: არ შესცოდავს, თუ ქმარს გააყოლებს.
1 კორინთელთა მიმართ თავი 7