თარგმანი: აჰა ამითცა შეკრულებითა ქმრისცოლისაჲთა აღმატებულ ყო პატივი ქალწულისაჲ, ვითარ განჴსნილ არს საკრველისაგან. და კუალად, შემდგომად სიკუდილისა ქმრისა, თავისუფალ წოდებითა მდუმრიად ამას აწუევს, ვითარმედ: ნუღარა შეიკრვი, ერთგზის განჴსნილი კრულებისაგან. ხოლო დაღაცათუ კუალად იქორწინებდეო, ეტყჳს, უფლისა მიერმცა არს ქორწინებაჲ შენი. ესე იგი არს, ნუ მიზეზითა გულისთქუმისაჲთა, არამედ შვილთსხმისა და კრძალულებით სახლისპყრობისაჲთა.
38. ასე რომ, ვინც ათხოვებს თავის ქალწულს, კარგად იქცევა, მაგრამ ვინც არ ათხოვებს, კიდევ უფრო უკეთ იქცევა.39. ქალი რჯულითაა შეკრული, სანამ ქმარი ცოცხალი ჰყავს, ხოლო თუ ქმარი მოუკვდა, თავისუფალია: ვისაც უნდა, იმას გაჰყვეს, მხოლოდ უფლის მიერ.40. მაგრამ უფრო ბედნიერი იქნება, თუ ისე დარჩება, როგორც მე ვურჩევ. რადგანაც, ვფიქრობ, მეცა მაქვს ღვთის სული.
1 კორინთელთა მიმართ თავი 7