თარგმანი: ესე არს ცოდვაჲ ძმისა მიმართ უძლურისა, რაჟამს არა ხოლო დავაბრკოლებდეთ, არამედ ვჰგუემდეთ-ცა, ესე იგი არს ვსცემდეთ გონებათა მათთა, არა მრთელთა, არამედ სნეულთა, რომელი-ესე არა ლიტონად ცოდვად, არამედ ქრისტეს მიმართ ცოდვად შეგუერაცხების; პირველად ამისთჳს, რამეთუ [მონათა ... ...]სა მოწყალებით თჳსად განიკუთნავს მეუფე იგი ყოველთაჲ; და კუალად, რამეთუ ასო თავისა მის ჩუენ ყოველთაჲსა ქრისტესსა არს ცემული იგი; და კუალად, რამეთუ რომელი-იგი მან თჳსითა ვნებითა აღაშენა, შენ საჭმელთათჳს დაარღუევ.
1 კორინთელთა მიმართ 8:12
11. და შენი ცოდნით წარწყმდება შენი უძლური ძმა, ვისთვისაც მოკვდა ქრისტე.12. ასე რომ, თუ ამნაირად შესცოდავთ ძმათა მიმართ და მოსწყლავთ მათ უძლურ სინიდისს, ქრისტეს მიმართაც სცოდავთ.13. ამიტომაც თუ საჭმელი აცთუნებს ჩემს ძმას, აღარასოდეს შევჭამ ხორცს, რათა არ ვაცთუნო იგი.
1 კორინთელთა მიმართ თავი 8