მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

1 კორინთელთა მიმართ 9:15

14. ასე უფალმაც უბრძანა სახარების მქადაგებელთ, რომ სახარებით ცხოვრობდნენ.15. მაგრამ მე არასოდეს მისარგებლია ამით, და არც იმიტომ გწერთ, რომ ჩემი კუთვნილი მომაგოთ. რადგანაც სიკვდილი მიჯობს იმას, რომ ვინმემ გამიცუდოს ჩემი სიქადული.16. რადგანაც თუ ვახარებ, ვითომ რა მაქვს სასიქადულო? ვინაიდან აუცილებლობით ეს მადევს ვალად, და ვაი ჩემს თავს, თუ არ ვახარებ.
1 კორინთელთა მიმართ თავი 9
15. მაგრამ მე არასოდეს მისარგებლია ამით, და არც იმიტომ გწერთ, რომ ჩემი კუთვნილი მომაგოთ. რადგანაც სიკვდილი მიჯობს იმას, რომ ვინმემ გამიცუდოს ჩემი სიქადული.
თავი ე̂. განყოფილებისათჳს ჭამადთაჲსა და განშორებისათჳს საეშმაკოთა სამსახურებელთაჲსა; რომელსა შინა იტყჳს მისისა მის მიმოსლვისა და ქადაგებისათჳს და ყოველთა მიმართ მრავალშეთხზულისა მის ერთობისა თჳსისათჳს
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ხოლო მე არარაჲ ვიჴუმიე ამათგანი (9,15).:

თარგმანი: რომელთა "ამათ"? — არამედ ძუელთა და ახალთაგან წამებული სახარებისაგან ცხორებისაჲ, ანუ თუ, ვითარ-იგი უსაკუთრეს არს, სახარებისაგან ზრდისაჲ; რამეთუ სახარებისაგან ზრდითა ამას ცხად ვჰყოფ, ვითარმედ თჳთ მიმღებელთა მათდაცა სახარებისაგან არარაჲ უმეტესი დაწესებულ არს მიღებად თჳნიერ საზრდელისა და სამოსლისა, რომელთაგანი მე არარაჲ მიმიღებიეს.

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის