მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

1 კორინთელთა მიმართ 9:14

13. ნუთუ არ იცით, რომ მღვდელმსახურნი ტაძრისგან ჭამენ და საკურთხევლის მსახურნი საკურთხევლისაგან იღებენ წილს?14. ასე უფალმაც უბრძანა სახარების მქადაგებელთ, რომ სახარებით ცხოვრობდნენ.15. მაგრამ მე არასოდეს მისარგებლია ამით, და არც იმიტომ გწერთ, რომ ჩემი კუთვნილი მომაგოთ. რადგანაც სიკვდილი მიჯობს იმას, რომ ვინმემ გამიცუდოს ჩემი სიქადული.
1 კორინთელთა მიმართ თავი 9
14. ასე უფალმაც უბრძანა სახარების მქადაგებელთ, რომ სახარებით ცხოვრობდნენ.
თავი ე̂. განყოფილებისათჳს ჭამადთაჲსა და განშორებისათჳს საეშმაკოთა სამსახურებელთაჲსა; რომელსა შინა იტყჳს მისისა მის მიმოსლვისა და ქადაგებისათჳს და ყოველთა მიმართ მრავალშეთხზულისა მის ერთობისა თჳსისათჳს
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ეგრეცა უფალმან ბრძანა რაჲთა, რომელნი-იგი სახარებასა მიუთხრობენ, სახარებისაგან ცხორებაჲ (9,14).:

თარგმანი: უსაკუთრეს არს: ეგრეთვე უფალმან ბრძანა სახარებისა მიმთხრობელთაჲ სახარებისაგან ზრდაჲ. ესე იგი არს, ვითარმედ, ვინაჲთგან ზემო ვთქუ უფლისა მიერ ბრძანებაჲ ჩუენისა თქუენგან ზრდისაჲ, არაჲვე ახალი უბრძანებიეს, არამედ რაჲ-იგი ძუელსა შინა მასვე თავადსა განეწესა მღდელთათჳს და ლევიტელთა.

ჰომილია 3
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
1. მოციქულის შრომა და სიტყვის შეწყნარება:

...იქულებს"; ამასვე ამბობს კორინთელთა მიმართაც: „არა უწყითა, რამეთუ რომელნი-იგი ბაგინსა ჰმსახურებენ, ბაგინისაგან ჭამიან?" (). „ეგრეთცა უფალმან ბრძანა, რომელნი-იგი სახარებასა მიუთხრობენ, სახარებისაგან ცხორებაჲ." (). მაგრამ მე, ამბობს, ეს არ ვინებე, არამედ ვშრომობდი. და უბრალოდ კი არ შრომობდა, არამედ დიდი გულმოდგინებით.

და იხილე, რას ამბობს: „მოიჴსენენით"; არ უთქვამს: ჩემგან მიღებული კეთილისმყოფელობანი, არამედ: „შურომანი ჩუენნი და რუდუნებანი" (). „რამეთუ ღამე და დღე ვიქმოდეთ, რაჲთა არავის დაუმძიმოთ თქუენგანსა, და ესრეთ ვქადაგეთ თქუენდა მიმართ სახარებაჲ იგი ღმრთისაჲ." (). კორინთელებს კი სხვას ეუბნება: „სხუანი ეკლესიანი წარმოვტყუენენ და მოვიღე საგზალი თქუენდა სამსახურებელად" ()....

სრულად ნახვა