თარგმანი: ამიერითგან იწყო წარმოთქუმად სახეთა მათ თჳსისა მონებისათა, და არა იტყჳს, ვითარმედ: "ჰურია ვიქმენ", არამედ — "ვიქმენ ვითარცა ჰურიაჲ", რაჲთა აჩუენოს, ვითარმედ განგებულებისაჲ იყო საქმე მისი, რაჟამს წინა-დასცჳთა ტიმოთეს ლუკაონიას შინა, და რაჟამს თჳთ განწმიდნა იერუსალემს ტაძარსა შინა, და შეერთო სხუათა მათ თანა მუნ მლოცველთა. რამეთუ უკუეთუმცა არა ამით ესევითარითა სახითა ეჩემა მას ჰურიაობაჲ, ყოვლად არა მიეახლებოდეს მას ჰურიანი, ვითარცა უცხო-ქმნილსა და მტერსა შჯულისა მათისასა. და უკუეთუმცა არა მოსრულ იყვნეს მისსა, არამედ საძაგელად შეერაცხა იგი, ვითარ ეგებოდა განსწავლაჲ მათი სარწმუნოებითა ღმრთისმსახურებისაჲთა?
1 კორინთელთა მიმართ 9:20
19. რადგანაც ყველასაგან თავისუფალმა ყველას ვუმონე თავი, რათა უმრავლესნი შემეძინა.20. იუდეველებთან ვიყავი როგორც იუდეველი, რათა შემეძინა იუდეველნი; რჯულის ქვეშ მყოფთათვის - როგორც რჯულის ქვეშ მყოფი, რათა შემეძინა რჯულის ქვეშ მყოფნი.21. ურჯულოთათვის - ურჯულო (თუმცა არა ურჯულო ღვთისა, არამედ რჯულიერი ქრისტესი), რათა შემეძინა ურჯულონი.
1 კორინთელთა მიმართ თავი 9