...ცოდნეთაგან ისწავლოს. ახლა წერილებიდან საოცარ მეგობრობას მოგითხრობთ. საულის ძემ, იონათანმა, დავითი შეიყვარა და იონათანის სული მას მიეკრა, როგორც ამბობს: „შეიყვარა იგი იონათან, ძემან მეფისამან, სიყუარულითა დიდითა, ვითარცა თავი თჳსი“ (); ისე, რომ მის დატირებაშიც ამბობდა: „მტკივის შენთჳს, იონათან, ძმაო, ქმუნლკეთილობა იგი შენი, რამეთუ საყუარელ იყავ ჩემდა. და რომელი უმჯობეს იყავ სიყუარულისა და ქმნულკეთილ უფროს დედათა!“ (). „იონათან, სასიკუდინედ ჩემდა იწყალ!“ ().
მაშ რა? ნუთუ მას შეშურდა მისი? არასგზით, თუმცა შეშურების მიზეზი ნამდვილად ჰქონდა. როგორ? საქმეებიდან ხედავდა, რომ მეფობა დავითისკენ მოდიოდა, და მაინც არაფერი მსგავსი არ განუცდია; არ უთქვამს: „ეს არის ის, ვინც მამეულ მეფობას წამართმევსო", არამედ მას ხელისუფლებასაც უმზადებდა და მ...