თარგმანი: ორივე ესე დიდად კმა არს მიზეზ-ყოფად მოთმინებისა, რაჟამს ნეტარებაჲ დავიმკჳდროთ ჭირთა მიერ. ხოლო მაჭირვებელთა შიშისაგან არა გუეშინოდის ესაიაჲს მიერითა ბრძანებითა, რამეთუ სიტყჳსაებრ მაცხოვრისა ჴორცთა ხოლო მოკლვად და არა სულისაცა რასმე ვნებად ჴელ-ეწიფების, არამედ შენ წმიდა-ყოფაჲ რაჲ უფლისა ღმრთისაჲ გესმეს, ნუ ჰგონებ, ვითარმედ იგი რასმე მიიღებს შემატებასა, რომელი უნაკლულო არს და სრულ ყოველსა შინა. ამისთჳს არცა განდიდნების, რაჟამს განვადიდებდეთ მას, არამედ განდიდებაჲცა და წმიდა-ყოფაჲ მისი გულთა შინა ჩუენთა იქმნების. ესე იგი არს, ვითარმედ ჩუენდავე მოიქცევის, რამეთუ ჩუენ წმიდა და დიდებულ ვიქმნებით მისგან მეტყუელებითა სიწმიდეთა და დიდებულებათა მისთაჲთა.
13. ვინ შეგამთხვევთ ბოროტს, თუ კეთილს ესწრაფით?14. მაგრამ, კიდევაც რომ ევნოთ სიმართლისათვის, ნეტარნი ხართ; მაშ, ნუ შიშობთ მათი შიშით და ნურცა ძრწით.15. არამედ უფალი ქრისტე წმიდა-ყავით თქვენს გულში და მარადჟამ მზად იყავით, რომ თვინიერად და მოწიწებით მიუგოთ ყველას, ვინცა გთხოვთ თქვენი სასოების ახსნას.
1 პეტრეს წერილი თავი 3