თარგმანი: საძიებელ არს, ვითარ უფალი ბრძანებს: ნუ ჰზრუნავთ, რაჲ მიუგოთ; ხოლო მოციქული იტყჳს: მზა იყვენით მარადის სიტყჳს-გებად. არამედ ცხად არს, ვითარმედ უფალი წამებად წარდგინებულთა უბრძანებს, რაჲთა, რაჟამს გონებაჲ მჴნე და ახოვან იყოს ღუაწლთა მიმართ, სიტყუათა უსწავლელობისათჳს არა დაეყენნენ მოსწრაფედ შეკადრებად, რამეთუ სული წმიდაჲ მისცემს მათ ჟამიერსა სიტყუასა აღსაარებისასა. ხოლო რომელნი ეკლესიათა შინა იყვნენ მორწმუნენი, მათ ყოველსავე ჟამსა უჴმს მზა ყოფაჲ კეთილად სწავლულებითა საღმრთოთა სიტყუათაჲთა, რაჲთა კმა იყვნენ წურთილებისაგან წმიდათა წერილთაჲსა მიცემად სიტყჳსა მკითხველთა მათ მიმართ ძალსა და სასოებასა ჩუენ შორის მყოფისა ამის სარწმუნოებისასა, რომლითა მოველით აღდგომასა და საუკუნოდ ცხორებასა. ხოლო სიტყჳს-გებაჲ იგი ნუმცა არს ჴდომით და შფოთით, არამედ სიმშჳდით და შიშით, ვითარმცა წინაშე ღმრთისა იტყოდა საღმრთოთა მათ სიტყუათა, ქონებითა გონებისა კეთილისაჲთა, რაჲთა არცხჳნოს ძჳრის მზრახვალთა და ბოროტის მნებებელთა თჳსთა წადიერად სურვილით ძიებითა მოქცევისა და ცხორებისა მათისაჲთა.
1 პეტრეს წერილი 3:16
15. არამედ უფალი ქრისტე წმიდა-ყავით თქვენს გულში და მარადჟამ მზად იყავით, რომ თვინიერად და მოწიწებით მიუგოთ ყველას, ვინცა გთხოვთ თქვენი სასოების ახსნას.16. წრფელი იყოს თქვენი სინიდისი, რათა თვით იქაც კი, სადაც ბოროტი სიტყვით გახსენებენ როგორც ბოროტმოქმედთ, შერცხვენილნი დარჩნენ ისინი, ვინც გმობენ თქვენს კეთილ ქცევას ქრისტეში.17. ვინაიდან, თუ ნებავს ღმერთს, უმჯობესია კეთილ საქმეთათვის ევნოთ, ვიდრე ბოროტთათვის.
1 პეტრეს წერილი თავი 3