თარგმანი: ამით სიტყჳთა გჳჩუენებს, ვითარმედ არა არს კაცსა ზედა მიშუებაჲ განსაცდელისაჲ თჳნიერ ანუ განგებითა ანუ მიშუებითა ღმრთისაჲთა უმჯობესისათჳს. ამისთჳს ნუმცა დავჰჴსნდებით, რაჟამს კეთილსა რაჲ ვიქმოდით და მყის აღგჳდგენ განსაცდელნი.
1 პეტრეს წერილი 3:17
16. წრფელი იყოს თქვენი სინიდისი, რათა თვით იქაც კი, სადაც ბოროტი სიტყვით გახსენებენ როგორც ბოროტმოქმედთ, შერცხვენილნი დარჩნენ ისინი, ვინც გმობენ თქვენს კეთილ ქცევას ქრისტეში.17. ვინაიდან, თუ ნებავს ღმერთს, უმჯობესია კეთილ საქმეთათვის ევნოთ, ვიდრე ბოროტთათვის.18. რადგან ერთხელ ქრისტეც ჩვენი ცოდვებისათვის ევნო, მართალი - არამართალთათვის, რათა მივეყვანეთ ღმერთთან; მოკვდა ხორცით და გაცოცხლდა სულით,
1 პეტრეს წერილი თავი 3