მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

1 პეტრეს წერილი 3:6

5. ასე იმკობდნენ თავს ოდესღაც ღვთისმოსავი წმიდა ქალები, რომლებიც ემორჩილებოდნენ თავიანთ ქმრებს.6. ასე დაემორჩილა სარაც და ბატონი უწოდა აბრაამს, ვისი შვილებიცა ხართ, როცა კეთილ საქმეს აკეთებთ და არაფრის შიში არ გაკრთობთ.7. და, თქვენც, ქმრებო, სათუთად მოეპყარით ცოლებს, როგორც უმყიფეს ჭურჭელს, და პატივი ეცით, როგორც სიცოცხლის მადლის თანამემკვიდრეთ, რათა ლოცვა არ დაგიბრკოლდეთ.
1 პეტრეს წერილი თავი 3
6. ასე დაემორჩილა სარაც და ბატონი უწოდა აბრაამს, ვისი შვილებიცა ხართ, როცა კეთილ საქმეს აკეთებთ და არაფრის შიში არ გაკრთობთ.
თავი დ̂. მორჩილებისათჳს მთავართაჲსა და ძმათ-მოყუარებისა და ღმრთისმსახურებისა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: რამეთუ ესრეთვე ოდესმე წმიდანი იგი დედანი, რომელნი ესვიდეს ღმერთსა, შეიმკობდეს თავთა თჳსთა და დამორჩილებულ იყვნეს თჳსთა ქმართა, ვითარცა-იგი სარრა ერჩდა აბრაჰამს და უფლით ხადინ მას, რომლისა-იგი იქმნენით შვილ კეთილის-მოქმედ, და ნუ გეშინინ ნუცა ერთისა შიშისა (3,5-6).:

თარგმანი: მრავალთა მოიჴსენებს, ხოლო ერთისა ოდენ სახელისდებასა კმა-იყოფს სარრაჲსსა, რომელი-იგი პავლეს მიერ სახედ ზეცისა იერუსალემისა ისახისმეტყუელების, ვინაჲცა პატიოსან არს შვილებაჲ ზეცათა იერუსალემისაჲ, რომლისა შვილებასა უკუეთუ ვინმე მიემთხჳოს, მყის უშიშ იქმნების ყოვლისაგან შიშისა, რამეთუ მუნ დამკჳდრებულსა არღარა უმზირის გუელი მცემარე გზასა ზედა.

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის