თარგმანი: პირველად ცოლთა ასწავა მორჩილებაჲ, ხოლო აწ ქმართა ამცნებს უმეტესსა კრძალულებასა ცოლთა პატივისათჳს, რამეთუ უძლურ და სულმოკლე არიან იგინი თავს-დებად რაჲსამე და, რომლითაცა სახითა აღშფოთნენ სახლსა შინა, მყის განეჴუებიან ყოველსავე ლოცვასა და ღმრთისმსახურებასა. ხოლო რაჟამს ტჳრთვით და შენდობით თავს-დებითა მკჳდრ იყვნენ მათ თანა ქმარნი მათნი, მაშინ ეზიარებიან მათსა ყოველსავე ლოცვასა და ღმრთისმსახურებასა, ვითარცა მიმცემელნი მათდა მყუდროებისა და უშფოთველობისანი.
1 პეტრეს წერილი 3:7
6. ასე დაემორჩილა სარაც და ბატონი უწოდა აბრაამს, ვისი შვილებიცა ხართ, როცა კეთილ საქმეს აკეთებთ და არაფრის შიში არ გაკრთობთ.7. და, თქვენც, ქმრებო, სათუთად მოეპყარით ცოლებს, როგორც უმყიფეს ჭურჭელს, და პატივი ეცით, როგორც სიცოცხლის მადლის თანამემკვიდრეთ, რათა ლოცვა არ დაგიბრკოლდეთ.8. და ბოლოს, ყველანი თანამოაზრენი, თანამლმობნი, ძმათმოყვარენი, შემწყნარებელნი და თავმდაბალნი იყავით.
1 პეტრეს წერილი თავი 3