თარგმანი: ვინაჲთგან ზემო თქუა სიკუდილი, რაჲთა არა ჰგონო ხრწნილებასა შინა დაშთომაჲ მისი, ამისთჳს აწ იტყჳს აღდგომასა. ხოლო მარჯუენით დაჯდომასა იტყჳს, ვითარმედ არა დააკლდა მასვე დიდებასა მამულსა, რაჟამს აღიყვანა ზეცად დასაბამი ბუნებისა ჩუენისაჲ და რომელსა-იგი ღმრთეებით მარადის ჰმორჩილობდეს ანგელოზთა ძალნი, ვითარცა დამბადებელსა მათსა, აწ ჴორცთა მათ თანა, ჩუენგან მიღებულთა, ითქუმის უახლესი მორჩილებაჲ მათი, საკჳრველებისა ამისთჳს ზეშთა აღმატებულისა; ვითარ ჴორცნი ესე სიგლახაკისა ჩუენისანი განღმრთობილ და თაყუანის-საცემელ იქმნნეს ყოველთავე ზეცისა ძალთაგან.
1 პეტრეს წერილი 3:22
21. ეს იყო ხატება ნათლისღებისა, რაც ამჟამად გიხსნით (არა ჭუჭყის ჩამორეცხვა ხორციდან, არამედ წრფელი სინიდისის სწრაფვა ღვთის მიმართ) იესო ქრისტეს მკვდრეთით აღდგომის წყალობით,22. რომელიც ცად ამაღლების შემდეგ დაჯდა მამის მარჯვნივ და დაემორჩილნენ მას ანგელოზნი, ხელმწიფებანი და ძალნი.
1 პეტრეს წერილი თავი 3