მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

1 თესალონიკელთა მიმართ 2:6

5. ამიტომ, როგორც მოგეხსენებათ, არასოდეს გვიხმარია ლიქნის სიტყვა და არც ანგარებისთვის მიგვიმართავს, ღმერთია მოწმე.6. არც ვეძებთ კაცთაგან დიდებას, არც თქვენგან და არც სხვებისგან.7. თუმცაღა, როგორც ქრისტეს მოციქულებს, შეგვეძლო მძიმე ტვირთად დაგწოლოდით, მაგრამ მშვიდად ვიყავით თქვენს შორის, როგორც ძიძა, თავს რომ ევლება თავის პატარებს.
1 თესალონიკელთა მიმართ თავი 2
6. არც ვეძებთ კაცთაგან დიდებას, არც თქვენგან და არც სხვებისგან.
ჰომილია 2
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge

„რამეთუ თქუენ მიერ განეფინა სიტყუაჲ იგი უფლისაჲ არა ხოლო მაკედონიას შინა და აქაიას, არამედ ყოველთა ადგილთა სარწმუნოებაჲ თქუენი ღმრთისა მიმართ განჴდა, ვიდრემდის არღარა გჳჴმს ჩუენ სიტყუად რაჲმე. მაგათ თჳთ გითხრან ჩუენთჳს, ვითარი შესლვაჲ გუაქუნდა თქუენდა მიმართ, და ვითარ მოიქეცით კერპთაგან ღმრთისა მიმართ მონებად ღმრთისა ცხოველისა და ჭეშმარიტისა და მოლოდებად ძისა მისისა ზეცით, რომელი-იგი აღადგინა მკუდრეთით, იესუ, მჴსნელი ჩუენი, რისხვისა მისგან მომავალისა." ().

1. სარწმუნოების ხმობა და ძის მოლოდინი

როგორც კეთილსურნელოვანი ნელსაცხებელი სურნელს თავის თავში გამოკეტილად არ იჭერს, არამედ შორიდან გამოსცემს მას და, ჰაერს რომ თავის სუნს აზიარებს, ამგვარად ახლობელთა გრძნობებამდეც აღწევს, ასევე კეთილშობილ და საკვირველ კაცებს სათნოება თავის თავში გამოკეტილი არა აქვთ, არამედ თავიანთი სახელით მრავალს არგებენ და უკეთესებად აქცევენ. სწორედ ეს მოხდა მაშინაც. ამიტომაც ამბობდა:...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი გ
წმინდა იოანე ოქროპირი
სწავლაჲ გ ცუდადმზუაობრობისათჳს:

...მედ გუმორჩილობდეს ჩუენ, ვითარცა უფალთა. რამეთუ ამისთჳს არა ჰნებავს ღმერთსა, რაჲთამცა გუსუროდა ამისთჳს, რაჲთა არა გუეუფლებოდის, და უკუეთუ ესე წარვჰმართოთ, მაშინ მოგუცემს მას უხუებით. რამეთუ ვინ არს უბრწყინვალჱს პავლჱსა, რომელი იტყჳს, ვითარმედ: „არა ვეძიებ დიდებასა კაცთასა არცა თქუენგან, არცა სხუათაგან“? ანუ ვინ არს უმდიდრჱს მისა, რომელსა არარაჲ აქუს, და ყოველივე აქუს? რამეთუ, ვითარცა ვთქუ, რაჟამს ვერ გუეუფლებოდიან, მაშინ მონა ჩუენდა იქმნებიან.

და უკუეთუ გუსურის დიდებისათჳს, ვივლტოდით დიდებისაგან, რაჲთა ესრეთ შეუძლოთ შჯულსა ღმრთისასა აღსრულებად, და მივემ-თხჳნეთ აქაცა და მას საუკუნესა დიდებასა, რომელსა ღირსმცა ვართ ყოველნი მიმთხუევად მადლითა და კაცთმოყუარებითა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტჱსითა, რომლისა მიერ და რომლისა თანა მამასა ჰშუენის დიდებაჲ სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ.

სრულად ნახვა