მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

1 თესალონიკელთა მიმართ 2:7

6. არც ვეძებთ კაცთაგან დიდებას, არც თქვენგან და არც სხვებისგან.7. თუმცაღა, როგორც ქრისტეს მოციქულებს, შეგვეძლო მძიმე ტვირთად დაგწოლოდით, მაგრამ მშვიდად ვიყავით თქვენს შორის, როგორც ძიძა, თავს რომ ევლება თავის პატარებს.8. ასევე ჩვენც, თქვენდამი კეთილგანწყობის გამო, მოვისურვეთ გადმოგვეცა თქვენთვის არა მარტო სახარება ღვთისა, არამედ ჩვენი სული, ვინაიდან საყვარელნი გახდით ჩვენთვის.
1 თესალონიკელთა მიმართ თავი 2
7. თუმცაღა, როგორც ქრისტეს მოციქულებს, შეგვეძლო მძიმე ტვირთად დაგწოლოდით, მაგრამ მშვიდად ვიყავით თქვენს შორის, როგორც ძიძა, თავს რომ ევლება თავის პატარებს.
ჰომილია 2
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge

„რამეთუ თქუენ მიერ განეფინა სიტყუაჲ იგი უფლისაჲ არა ხოლო მაკედონიას შინა და აქაიას, არამედ ყოველთა ადგილთა სარწმუნოებაჲ თქუენი ღმრთისა მიმართ განჴდა, ვიდრემდის არღარა გჳჴმს ჩუენ სიტყუად რაჲმე. მაგათ თჳთ გითხრან ჩუენთჳს, ვითარი შესლვაჲ გუაქუნდა თქუენდა მიმართ, და ვითარ მოიქეცით კერპთაგან ღმრთისა მიმართ მონებად ღმრთისა ცხოველისა და ჭეშმარიტისა და მოლოდებად ძისა მისისა ზეცით, რომელი-იგი აღადგინა მკუდრეთით, იესუ, მჴსნელი ჩუენი, რისხვისა მისგან მომავალისა." ().

1. სარწმუნოების ხმობა და ძის მოლოდინი

როგორც კეთილსურნელოვანი ნელსაცხებელი სურნელს თავის თავში გამოკეტილად არ იჭერს, არამედ შორიდან გამოსცემს მას და, ჰაერს რომ თავის სუნს აზიარებს, ამგვარად ახლობელთა გრძნობებამდეც აღწევს, ასევე კეთილშობილ და საკვირველ კაცებს სათნოება თავის თავში გამოკეტილი არა აქვთ, არამედ თავიანთი სახელით მრავალს არგებენ და უკეთესებად აქცევენ. სწორედ ეს მოხდა მაშინაც. ამიტომაც ამბობდა:...

სრულად ნახვა
ჰომილია 3
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
2. დევნის ნუგეში და მოციქულის მონატრება:

...ზემოთ ლიქნზე თქვა, აჩვენებდა, რომ არ ლიქნობს და დიდებას არ ეძიებს; აქ კი სიყვარულზე ამბობს.

რადგან ზემოთ თქვა: „ვითარცა მამაჲ თჳსსა შვილსა" () და „ვითარცა მზრდელი რაჲ ჰფუფუნებენ თჳსთა შვილთა" (), აქ კიდევ სხვას ამბობს: დაობლებულნი; ეს კი შვილებს შეჰფერის, რომლებიც მამებს ეძიებენ. და განა ისინი დაობლდნენ? არა, ამბობს, არამედ ჩვენ. რადგან თუ ვინმე ამ მონატრებას გამოიკვლევს, დაინახავს: როგორც პატარა, დაუცველი ბავშვები, რომლებმაც უდროო ობლობა იწვნიეს, დიდ მონატრებაში არიან მშობლებისადმი, არა მხოლოდ თვით ბუნების გამო, არამედ სიმარტოვის გამოც, სწორედ ასე ვართ ჩვენც. ამით თავის გულდაწყვეტილობასაც აჩვენებს, რომელშიც განშორების გამო იყო. და ამასთან, ამბობს, ვერ იტყვით, რომ დიდხანს ველოდეთ; არამედ „წუთერთ ჟამ პირითა და არა გულითა" (), რადგან მუდამ გყავართ გონებაში....

სრულად ნახვა