მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

1 თესალონიკელთა მიმართ 3:8

7. ასე რომ, ძმანო, მთელი ჩვენი გაჭირვებისა და უბედურების მიუხედავად, ნუგეშცემულნი ვიქენით თქვენი რწმენით.8. რადგან აწ ვცოცხლობთ, რაკიღა მტკიცედ დგახართ უფალში.9. რა მადლი შეგვიძლია შევწიროთ ღმერთს თქვენი გულისთვის, იმ სიხარულის სანაცვლოდ, რომლითაც ვხარობთ ჩვენი ღმერთის წინაშე თქვენი მეოხებით?
1 თესალონიკელთა მიმართ თავი 3
8. რადგან აწ ვცოცხლობთ, რაკიღა მტკიცედ დგახართ უფალში.
ჰომილია 4
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge

„ამისთჳს მეცა ვერღარა დავთმე და მივავლინე ტიმოთე, რაჲთა ვცნა თქუენი ეგე სარწმუნოებაჲ, ნუუკუე განგცადნა თქუენ განმცდელმან მან, და ცუდად იყოს შრომაჲ იგი ჩუენი. ხოლო აწღა მოვიდა ტიმოთე თქუენით და მახარა ჩუენ სარწმუნოებაჲ და სიყუარული თქუენი, და რამეთუ გაქუს ჴსენებაჲ ჩუენი კეთილი მარადის და გსურის ხილვად ჩუენდა, ვითარცა-ესე ჩუენ თქუენდა. ამისთჳს ნუგეშინის-ცემულ ვიქმნენით, ძმანო, თქუენ ზედა ყოველთა მათგან ურვათა და ჭირთა ჩუენთა თქუენითა მაგით სარწმუნოებითა, რამეთუ აწ ვცხონდით, უკეთუ თქუენ მტკიცედ სდგეთ უფლისა მიერ." ().

1. წმინდანთა არცოდნა და მოძღვრის ზრუნვა

დღეს ჩვენს წინაშე დგას საკითხი, რომელსაც მრავალი ეძიებს და რომელიც მრავალი მხრიდან იკრიბება. რა არის ეს საკითხი? ამბობს: „ამისთჳს მეცა ვერღარა დავთმე და მივავლინე ტიმოთე, რაჲთა ვცნა თქუენი ეგე სარწმუნოებაჲ" (). რას...

სრულად ნახვა
ჰომილია 2
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
2. სახარების ნიჭი და მღვდლობის პატივი:

...ხედავ, როგორ ვერც კი გრძნობს ბოროტებებს მოწაფეების სასოების გამო? ასეთი უნდა იყოს მოძღვარი: ასე უნდა ზრუნავდეს მოწაფეებზე და მათ ყველაფრად მიიჩნევდეს. ამბობს: „რამეთუ აწ ვცხონდით, უკეთუ თქუენ მტკიცედ სდგეთ უფლისა მიერ“ (); და კვლავ: „რამეთუ რაჲ-მე არს სასოებაჲ ჩუენი ანუ სიხარული ანუ გჳრგჳნი სიქადულისაჲ?“ (). „ანუ არა-მე თქუენა წინაშე უფლისა იესუ ქრისტესა მისსა მას მოსლვასა?“ ().

ხედავ, როგორ ზრუნავს იგი ამაზე, მოწაფეების საქმეებზე არანაკლებ, ვიდრე თავისიანებზე? რადგან ბუნებით მამებსაც უნდა აღემატებოდნენ და უფრო მხურვალენი უნდა იყვნენ. მაგრამ შვილებსაც შეჰფერით, მათ მიმართ შვილური სიყვარულით იყვნენ განწყობილნი. რადგან ამბობს: **„დაემორჩილენით წინამძღუართა თქუენთა და ერჩდით მათ, რამეთუ იგინი იღჳძებენ ს...

სრულად ნახვა
საუბარი 7. „და თქუა ღმერთმან: გამოიღედ წყალთა ქუეწარმავალნი სულთა ცხოველთანი" (დაბ 1:20-21)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
1. სულიერი ჭრილობების კურნება და საცდურის თავიდან აცილება:

...დრე ისაა, რომ თქვენ სულიერად იზრდებით, სათნოებით ბრწყინავთ და მავნებლისგან თავს იკავებთ, ისე, როცა შევამჩნევთ, რომ წაიბორძიკეთ და ეშმაკის საცდურებს ჩაებით, მწუხარებით ვივსებით და სირცხვილი, ასე ვთქვათ, სულს მოგვფენია. ნეტარი პავლეს მსგავსად, „რამეთუ აწ ვცხონდით, უკეთუ თქუენ მტკიცედ სდგეთ უფლისა მიერ" (). მაშ, როგორც სრულყოფილნი და გონიერნი, უკანასკნელი დაივიწყეთ და წინ მიისწრაფეთ; აღადგინეთ ის აღთქმანი, რომლებიც ქრისტესთან დადეთ, და ამიერიდან მტკიცედ შეინარჩუნეთ; ჯანსაღი განსჯით ეშმაკის მზაკვრობისთვის ყოველი შესასვლელი ჩაკეტეთ, შემდგომი გულმოდგინებით წარხოცეთ ის მწიკვლი, რაც უზრუნველობით მოგეხილათ; დაამარცხეთ შეუფერებელი და მავნე ჩვევა, გაიფიქრეთ რა, რომ ბოროტება არა მარტო იმაშია, რომ იქ (ცხენთა ასპარეზობებზე) მსვლელნი თავს დიდ ზიანს აყენებენ, არამედ იმაშიც, რომ მრავალ სხვას საცდურად ექცევიან. მართლაც, როცა წარმართები და იუდეველები დაინახავენ, რომ ის, ვინც ყოველდღე ეკლესიაში დადის და მუდამ მოძღვრებას ისმენს, მოულოდნელად იქ გამოჩნდება და მათთან აირევა, განა ჩვენს (სწავლებას) მოტყუებად არ ჩათვლიან და ჩვენთან არსებული ყველაფრის შესახებ იმავე აზრზე არ დადგებიან? განა არ ისმენ, როგორ ნეტარი პავლე ხმამაღლა არწმუნებს და ურჩევს: **„დ...

სრულად ნახვა