მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

1 თესალონიკელთა მიმართ 4:18

17. შემდეგ კი ჩვენც, ცოცხლად შთენილთაც, აგვიტაცებენ ღრუბლებს ზემოთ, რათა ჰაერში შევეგებოთ უფალს და, ამრიგად, სამუდამოდ უფალთან ერთად ვიქნებით.18. ასე რომ, ამ სიტყვებით ანუგეშეთ ერთიმეორე.
1 თესალონიკელთა მიმართ თავი 4
18. ასე რომ, ამ სიტყვებით ანუგეშეთ ერთიმეორე.
ჰომილია 8
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge

„ხოლო ამას გეტყჳ თქუენ სიტყჳთა უფლისაჲთა, ვითარმედ ჩუენ, ცხოველნი ესე, რომელ დაშთომილ ვიყვნეთ მოსლვასა მას უფლისასა, ვერ მივეწინეთ შესუენებულთა მათ, რამეთუ თავადი უფალი ბრძანებითა და ჴმითა ანგელოზთ მთავრისაჲთა და საყჳრითა ღმრთისაჲთა გარდამოჴდეს ზეცით, და მკუდარნი იგი ქრისტეს მიერნი აღდგენ პირველად; და მაშინღა ჩუენ, ცხოველნი ესე, რომელნი დაშთომილ ვიყვნეთ, მათ თანავე აღვიტაცნეთ ღრუბლითა შემთხუევად უფლისა ჰაერთა ზედა და ესრეთ მარადის უფლისა თანა ვიყოფვოდით.“ ().

1. უფლის სიტყვა და აღდგომის პატივი

წინასწარმეტყველნი, როცა თქმულის სანდოობის ჩვენება სურთ, უწინარეს ყოვლისა ამას ამბობენ: „ხილვა, რომელი იხილა ესაია“ (), და კვლავ: „რომელი იქმნა სიტყვა უფლისაჲ მისდა მიმართ“ (), და კვლავ: „ამას ამბობს უფალი", და სხვა ამის მსგავსი. ბევრნი თვით ღმერთსაც მჯდომარეს ხედავენ, რამდენადაც მათთვის ხილვა...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის