„ხოლო ჟამთა მათთჳს და წელთა, ძმანო, არა გჳჴმს მიწერად თქუენდა, რამეთუ თქუენ თჳთ გამოწულილვით იცით, რამეთუ დღე იგი უფლისაჲ, ვითარცა მპარავი ღამისაჲ, ეგრეთ მოიწევის.“ ().
1. აღსასრულის ჟამის ძიების უსარგებლობა
არაფერი, როგორც ჩანს, ისე ზედმეტად მაძიებელი და უხილავისა და დაფარულის შესწავლისადმი ხარბი არ არის, როგორც ადამიანთა ბუნება. ეს კი მას ჩვეულებრივ მაშინ ემართება, როცა გონება ჯერ არასრული და მოუმზადებელი აქვს. რადგან ბავშვთაგანაც უფრო გულუბრყვილონი არ წყვეტენ დამღლელ კითხვებს და ამ კითხვათა სიხშირით მზრდელებსაც, აღმზრდელებსაც და მამებსაც აწუხებენ; ამ კითხვებში კი სხვა არაფერია, თუ არა: „როდის იქნება ეს?“ და „როდის იქნება ეს?“ ეს კი განცხრომისაგანაც ხდება და იმისაგანაც, რომ საქმე არაფერი აქვთ. მაშ, ჩვენი გონება ბევრ რამეს ესწრაფვის უკვე, რომ ისწავლოს და ჩასწვდეს, უმეტესად კი აღსასრულის...