მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

1 თესალონიკელთა მიმართ 4:17

16. ვინაიდან თვით უფალი, მბრძანებლური სიტყვით, მთავარანგელოზის ხმობითა და ღვთის საყვირის ხმით, გადმოვა ზეცით, და პირველნი აღდგებიან ქრისტეში განსვენებულნი.17. შემდეგ კი ჩვენც, ცოცხლად შთენილთაც, აგვიტაცებენ ღრუბლებს ზემოთ, რათა ჰაერში შევეგებოთ უფალს და, ამრიგად, სამუდამოდ უფალთან ერთად ვიქნებით.18. ასე რომ, ამ სიტყვებით ანუგეშეთ ერთიმეორე.
1 თესალონიკელთა მიმართ თავი 4
17. შემდეგ კი ჩვენც, ცოცხლად შთენილთაც, აგვიტაცებენ ღრუბლებს ზემოთ, რათა ჰაერში შევეგებოთ უფალს და, ამრიგად, სამუდამოდ უფალთან ერთად ვიქნებით.
ჰომილია 8
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge

„ხოლო ამას გეტყჳ თქუენ სიტყჳთა უფლისაჲთა, ვითარმედ ჩუენ, ცხოველნი ესე, რომელ დაშთომილ ვიყვნეთ მოსლვასა მას უფლისასა, ვერ მივეწინეთ შესუენებულთა მათ, რამეთუ თავადი უფალი ბრძანებითა და ჴმითა ანგელოზთ მთავრისაჲთა და საყჳრითა ღმრთისაჲთა გარდამოჴდეს ზეცით, და მკუდარნი იგი ქრისტეს მიერნი აღდგენ პირველად; და მაშინღა ჩუენ, ცხოველნი ესე, რომელნი დაშთომილ ვიყვნეთ, მათ თანავე აღვიტაცნეთ ღრუბლითა შემთხუევად უფლისა ჰაერთა ზედა და ესრეთ მარადის უფლისა თანა ვიყოფვოდით.“ ().

1. უფლის სიტყვა და აღდგომის პატივი

წინასწარმეტყველნი, როცა თქმულის სანდოობის ჩვენება სურთ, უწინარეს ყოვლისა ამას ამბობენ: „ხილვა, რომელი იხილა ესაია“ (), და კვლავ: „რომელი იქმნა სიტყვა უფლისაჲ მისდა მიმართ“ (), და კვლავ: „ამას ამბობს უფალი", და სხვა ამის მსგავსი. ბევრნი თვით ღმერთსაც მჯდომარეს ხედავენ, რამდენადაც მათთვის ხილვა...

სრულად ნახვა
ჰომილია 8
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
6. მისნობის უარყოფა და უხრწნელთა ძიება:

...მაგრამ რას ვსწავლობთ? იმას, რაც მათ არ ისწავლეს; რადგან ყველა ის მცირე იყო; ხოლო რაც ჩვენ ვისწავლეთ, ეს არის: რომ აღვდგებით, რომ უკვდავნი ვიქნებით, რომ უხრწნელნი, რომ სიცოცხლეს დასასრული არ აქვს, რომ ყოველივე გაივლის, რომ „აღვიტაცნეთ ღრუბლითა“ (), რომ ბოროტნი სასჯელს მოიხდიან, და ამასთან კიდევ ურიცხვი სხვა რამ, და მათში სიცრუე არაფერია.

განა ბევრად უკეთესი არ არის ამის ცოდნა, ვიდრე იმის ცოდნა, რომ დაკარგული ვირი იპოვეს? აჰა, დაიბრუნე ვირი, აჰა, იპოვე; რა სარგებელია? განა მას კვლავ სხვა გზით არ დაკარგავ? რადგან თუნდაც მან არ მიგატოვოს, შენ მას სიკვდილისას მიატოვებ; ხოლო ის საქმეები, რომელთა შესახებაც მე ვთქვი, თუ მათი პყრობა გვსურს, მუდამ გვექნება. ამათკენ ვისწრაფოთ, ამათ ჩავეჭიდოთ — დარჩენილებსა და მტკიცეებს. ნუ მივაქცევთ ყურადღებას მისნებს, ნურც წინასწარმეტყველ მკითხავებს, ნურც მატყუარა მოხეტიალეებს, არამედ მხოლოდ ღმერთს, რომელიც ყოველივე ცხად...

სრულად ნახვა
ჰომილია 7
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
1. შესვენებულთა ნუგეში აღდგომის სასოებით:

...აფითაც, რადგან აღდგომის შესახებ უკვე იცოდნენ. რომ მათი ნუგეშისცემა პატივით სურს, ამას შემდეგ ამბობს: „და მაშინღა ჩუენ, ცხოველნი ესე, რომელნი დაშთომილ ვიყვნეთ, მათ თანავე აღვიტაცნეთ ღრუბლითა შემთხუევად უფლისა ჰაერთა ზედა და ესრეთ მარადის უფლისა თანა ვიყოფვოდით.“ (). და როგორ არიან მორწმუნენი იესოს მიერ შესვენებულნი? ცხადია, იმით, რომ ქრისტე თავიანთ თავში ჰყავთ.

ხოლო ფრაზა „მასთან ერთად მოიყვანს“ აჩვენებს, რომ ისინი მრავალი ადგილიდან მოჰყავთ. რადგან ამბობს: „ხოლო ამას გეტყჳ თქუენ სიტყჳთა უფლისაჲთა“ (). რაღაც უცხო რამ უნდა ეთქვა; ამიტომ სანდო საბუთსაც წინ აყენებს. ამბობს: უფლის სიტყვით; ესე იგი, არა თვით ჩვენგან, არამედ ქრისტესაგან ვისწავლეთ და ასე ვამბობთ: „ხოლო ამას გეტყჳ თქუენ სიტყჳთა უფლისაჲთა, ვითარმედ ჩუენ, ცხოველნი ესე, რომელ დაშთომილ ვიყვნეთ მოსლვასა მას უფლისასა, ვერ მივეწინეთ შესუენებულთა მათ,“ (...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ოვ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მაშინ წარავლინნეს ანგელოზნი თჳსნი საყჳრითა დიდითა და შეკრიბნეს რჩეულნი თჳსნი ოთხთაგან ქართა კიდითგან ცისაჲთ ვიდრე კიდედმდე მათა“ (24,31).:

...თა ცნან, რაოდენთა ბოროტთაგან იჴსნებიან და რაბამთა კეთილთა მიემთხუევიან.

ხოლო ვინაჲთგან ესრეთ ცხად და ბრწყინვალე და დიდებულ არს მოსლვაჲ მისი, რაჲსათჳს ანგელოზთაღა მიავლენს წოდებად რჩეულთა მათ? ესე ამისთჳს, რაჲთა უმეტესად პატივ-სცეს მათ ამითცა სახითა. ხოლო პავლე იტყჳს, ვითარმედ: „ღრუბლითა აღიტაცნენო“. აწ უკუე საცნაურ არს, ვითარმედ ოდეს-იგი საყჳრსა დაეცეს და მკუდარნი აღდგენ, მაშინ რჩეულნი იგი შეკრიბნენ ანგელოზთა, ხოლო შეკრებულნი იგი ანგელოზ-თა მიერ აღიტაცნენ ღრუბელთა. და ესე ყოველი მეყსა შინა იქმნას, წამსა თუალისასა, რამეთუ არა თუ ცათა შინა მჯდომარე მიუწოდს მათ, არამედ „თავადი გარდამოჴდეს ზეცით საყჳრითა ღმრთისაჲთა“, ვითარცა მოციქული იტყჳს. ხოლო რასა მოასწავებს ჴმაჲ იგი საყჳრისაჲ? - აღდგომასა და სიხარულსა და გამოჩინებად საკჳრველებისა მის მათ საქმეთაჲსა და შესაწუხებელად ქუედაშთომილთა მათ.

სწავლაჲ ოვ დღისა მისთჳს საშინელისა; და ვითარმედ მრავალნი მცირედისა და უნდოჲსა შრომისათჳს დააკლდებიან კეთილთა მათ საუკუნეთა

ვაჲ ჩემდა დღისა მისთჳს საშინელისა! ჯერ-იყო ჩუენდა სიხარული, ოდესმცა შემოვიდა მის დღისა ჴსენებაჲ, ხოლო აწ ჩუენ სიმრავლისაგან ცოდვათა ჩუენთაჲსა უფროჲსად მწუხარე...

სრულად ნახვა