...თ“** (). „რამეთუ რომელთა-იგი სძინავნ, ღამე სძინავნ, და რომელნი-იგი დაითრვნიან, ღამე დაითრვნიან“ (); ხოლო „ჩუენ, რამეთუ დღისანი ვართ ნაშობნი, განვიფრთხოთ“ (). აქ აჩვენებს, რომ დღის ნათელში ყოფნა ჩვენს არჩევანზეა დამოკიდებული. ამ ხილული დღისა და ღამის შემთხვევაში ეს ჩვენზე არ არის დამოკიდებული: ჩვენი ნების წინააღმდეგაც დგება ღამე და ჩვენდა უნებურად ძილი გვიპყრობს. მაგრამ იმ ღამესა და იმ ძილზე ასე აღარ ითქმის: მუდამ მღვიძარება შესაძლებელია და დღის ნათელში მუდმივად ყოფნაც შესაძლებელია. სულის თვალების დახუჭვა და ბოროტებისგან მომავალი ძილის საკუთარ თავზე მოწევა ბუნების საქმე კი არ არის, არამედ არჩევანისა. მაგრამ „მღჳძარე ვიყვნეთ და განვიფრთხოთ“ (), ამბობს. რამეთუ შესაძლებელია, ვინმე მღვიძარე იყოს და მაინც ეძინოს, თუ არაფერს კეთილს აკეთებს; ამიტ...
1 თესალონიკელთა მიმართ 5:8
7. ვინაიდან მძინარენი ღამით ხვრინავენ და მემთვრალენიც ღამით თვრებიან.8. ხოლო ჩვენ, რაკი დღის ძენი ვართ, ვიფხიზლოთ და შევიმოსოთ აბჯარი რწმენისა და სიყვარულისა და ჩაფხუტი ხსნის სასოებისა.9. რადგანაც ღმერთმა რისხვისთვის კი არ შეგვქმნა, არამედ ხსნისთვის ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მიერ,
1 თესალონიკელთა მიმართ თავი 5