მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

1 თესალონიკელთა მიმართ 5:9

8. ხოლო ჩვენ, რაკი დღის ძენი ვართ, ვიფხიზლოთ და შევიმოსოთ აბჯარი რწმენისა და სიყვარულისა და ჩაფხუტი ხსნის სასოებისა.9. რადგანაც ღმერთმა რისხვისთვის კი არ შეგვქმნა, არამედ ხსნისთვის ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მიერ,10. რომელიც მოკვდა ჩვენთვის, რათა, მღვიძარენი თუ მძინარენი, ვცოცხლობდეთ მასთან ერთად.
1 თესალონიკელთა მიმართ თავი 5
9. რადგანაც ღმერთმა რისხვისთვის კი არ შეგვქმნა, არამედ ხსნისთვის ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მიერ,
თესალონიკელთა მიმართ I ეპისტოლე — ჰომილია 9
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
3. ნათლის შვილთა სიფხიზლე და საჭურველი:

...უკვე თავადვე ამზადებს ამ საჭურველს და აჩვენებს, თუ საიდან იშობა რწმენა, სასოება და სიყვარული, და როგორ ხდება ეს საჭურველი უფრო ძლიერი. ამას დასძენს და ამბობს: „რამეთუ არა შემქმნნა ჩუენ ღმერთმან რისხვისათჳს, არამედ შესაწევნელად ცხორებისა უფლისა ჩუენისა მიერ იესუ ქრისტესა, რომელი მოკუდა ჩუენთჳს“ ().

4. ქრისტეში სასოება და ბოროტებისაგან სიფრთხილე

ამრიგად, დასაღუპად კი არ მოგვიწოდა, არამედ საცხოვნებლად. და საიდან ჩანს, რომ სწორედ ეს ნებავს? „თავისი ძე გასცა ჩვენთვის“, — ამბობს; იმდენად სურს ჩვენი ცხონება, რომ თავისი ძე გასცა, და არა უბრალოდ გასცა, არამედ სიკვდილს გადასცა. სწორედ ამგვარი განსჯისაგან იშვება სასოება. ნუ წარიკვეთ სასოებას, ადამიანო, ღმერთთან მიმავალი, რომელმაც შენ გამო ძეც კი არ დაიშურა; ნუ შეუდრკები აწინდელ გასაჭირს. მან, ვინც მხოლოდშობილი გაიღო, რათა შენ გიხსნას და გეჰენიას გამოგტაცოს, რაღას დაიშურებს ამის შემდეგ შენი ცხონებისათვის?...

სრულად ნახვა