მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

1 ტიმოთეს მიმართ 1:18

17. ხოლო საუკუნეთა მეუფეს, უხრწნელს, უხილავსა და ერთადერთ ღმერთს - პატივი და დიდება უკუნითი უკუნისამდე. ამინ.18. ამ მცნებას შენ განდობ. შვილო ტიმოთე, შენთვის მოვლენილი წინასწარმეტყველების თანახმად, რათა იომო კეთილი ომით,19. გქონდეს რწმენა და წრფელი სინიდისი, რაც უარყო ზოგიერთმა და მარცხი იწვნია რწმენაში, როგორც ხომალდმა - ზღვაში.
1 ტიმოთეს მიმართ თავი 1
18. ამ მცნებას შენ განდობ. შვილო ტიმოთე, შენთვის მოვლენილი წინასწარმეტყველების თანახმად, რათა იომო კეთილი ომით,
ჰომილია 5
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge

„ამას მცნებასა შეგვედრებ შენ, შვილო ტიმოთე, მსგავსად მიძღუანებულთა მათ შენდა წინაწარმეტყუელებათა, რაჲთა ჰსაგრობდე მას შინა კეთილსა მას საგრობასა, და გაქუნდეს სარწმუნოებაჲ და კეთილი გონებაჲ, რომელი-იგი ვიეთმე განიშორეს და სარწმუნოებისაგან განცჳვეს;“ ().

1.

სწავლებისა და მღვდლობის ღირსება დიდი და საკვირველია და ჭეშმარიტად ღვთის არჩევით განჩინებას საჭიროებს, რათა ღირსეული კაცი შუაში გამოიყვანოს. ასე ხდებოდა ძველადაც და ასე ხდება ახლაც, როცა არჩევას ადამიანური ვნების გარეშე ვასრულებთ, როცა არავითარ ყოფითს არ შევყურებთ: არც მეგობრობას და არც სიძულვილს. რამეთუ თუნდაც ასეთი დიდი სულის მოზიარენი არ ვიყოთ, კეთილი განზრახვაც საკმარისია, რათა ხელდასხმა ღვთისაგან მიიზიდოს. რადგან მოციქულებიც კი არ იყვნენ სულის მოზიარენი, როცა მატათია აირჩიეს; არამედ საქმე ლოცვას მიანდეს და იგი მოციქულთა რიცხვში ჩარიცხეს, რადგან ადამიანურ მეგობრობას არ...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის