მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

1 ტიმოთეს მიმართ 1:17

16. მაგრამ სწორედ იმიტომ ვიქენ შეწყალებული, რომ იესო ქრისტეს პირველად ეჩვენებინა ჩემში მთელი დიდსულოვნება მათდა სანიმუშოდ, მომავალში რომ ირწმუნებენ მას საუკუნო სიცოცხლისათვის.17. ხოლო საუკუნეთა მეუფეს, უხრწნელს, უხილავსა და ერთადერთ ღმერთს - პატივი და დიდება უკუნითი უკუნისამდე. ამინ.18. ამ მცნებას შენ განდობ. შვილო ტიმოთე, შენთვის მოვლენილი წინასწარმეტყველების თანახმად, რათა იომო კეთილი ომით,
1 ტიმოთეს მიმართ თავი 1
17. ხოლო საუკუნეთა მეუფეს, უხრწნელს, უხილავსა და ერთადერთ ღმერთს - პატივი და დიდება უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
ტიმოთეს მიმართ I ეპისტოლე — ჰომილია 4
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge

„სარწმუნო არს სიტყუაჲ და ყოვლისა შეწყნარებისა ღირს, რამეთუ ქრისტე იესუ მოვიდა სოფლად ცოდვილთათჳს ცხორებად, რომელთაჲ პირველი მე ვარ. არამედ ამისათჳს შევიწყალე, რაჲთა ჩემდა მომართ აჩუენოს პირველად იესუ ქრისტემან ყოველი სულგრძელებაჲ მისი სახედ მერმეთა მათ მორწმუნეთა მისა მიმართ ცხორებად საუკუნოდ.“ ().

1. სარწმუნო სიტყვა ცოდვილთა ცხონებაზე

ღვთის კეთილმოქმედებანი იმდენად დიდია და ისე აღემატება ყოველ ადამიანურ მოლოდინსა და სასოებას, რომ ხშირად დაუჯერებლადაც კი ეჩვენებათ. რადგან რაც ადამიანურ გონებას არც მოუფიქრებია და არც მოულოდნია, სწორედ ეს მოგვანიჭა ჩვენ. ამიტომ მოციქულებიც დიდ სიტყვას უძღვნიან ამას, რათა სარწმუნოდ იქნეს მიღებული ღვთისგან ჩვენთვის მონიჭებული ნიჭები. როგორც დიდ სიკეთეთა შემთხვევაშიც გვემართება და ვამბობთ: ხომ არ არის სიზმარი? ამას ურწმუნოების გამო ვამბობთ; ასევე ხდება ღვთის ნიჭებთან...

სრულად ნახვა
ფსალმუნი 134-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
6. სამკვიდრებლის მიცემა და მარადიული ხსოვნა:

...რომ 9:4–5)8. და კვლავ, სხვაგან: „ხოლო მეუფესა მას საუკუნეთასა უხრწნელსა, უხილავსა, მხოლოსა ბრძენსა ღმერთსა პატივი და დიდებაჲ უკუნითი უკუნისამდე. ამინ.“ (). ასევე წინასწარმეტყველმაც აქ, როცა გაიაზრა საყოველთაო განგება, ეგვიპტეში მომხდარი წყლული, უდაბნოში აღსრულებული მრავალგვარი და სხვადასხვანაირი კეთილისმყოფელობანი, იუდეველთა მიმართ აღსრულებულნი და მათთვის მტრებზე მოვლენილნი, და მისი გამოუთქმელი კაცთმოყვარეობით აღენთო, დიდებისმეტყველება აღავლინა და თქვა: „უფალო, სახელი შენი უკუნისამდე და საჴსენებელი შენი თესლითი თესლადმე.“ ().

ესე იგი, შენი დიდება განუწყვეტელია. რადგან ვერაფერი აზიანებს მას, ვერაფერი წყვეტს მას, არამედ არის მარადის და რჩება უცვალებელი, გარდაუქმნელი, აყვავებული და ძალით სავსე. და რას ნიშნავს: „საჴსენებელი შენი თესლითი თესლადმე“ (...

სრულად ნახვა