მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

1 ტიმოთეს მიმართ 4:14

13. ვიდრე მოვიდოდე, გამუდმებით იკითხე, შეაგონე, დამოძღვრე.14. ნუ უგულებელყოფ შენთვის ბოძებულ ნიჭს, რომელიც მოგეცა წინასწარმეტყველებითა და უხუცესთა ხელდასხმით.15. ამაზე იზრუნე და ასე იყავი, რათა შენი წარმატება ცხადი შეიქნეს ყველასთვის.
1 ტიმოთეს მიმართ თავი 4
14. ნუ უგულებელყოფ შენთვის ბოძებულ ნიჭს, რომელიც მოგეცა წინასწარმეტყველებითა და უხუცესთა ხელდასხმით.
თავი ა̂. მადლობაჲ ფილიპელთა სათნოებისაჲ და ლოცვაჲ სრულებისა მათისათჳს
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ეპისკოპოსთა თანა და დიაკონთა (1,1).:

...თა.

მოციქულისაჲ: ეპისკოპოსთა თანა და დიაკონთა (1,1).

თარგმანი: არათუ მრავალ ეპისკოპოს იყვნეს ერთსა შინა ქალაქსა, არამედ ხუცესთა ეკლესიისათა ეპისკოპოს უწოდდეს მაშინ, და ეგრეთვე, ეპისკოპოსსა — ხუცეს; ვითარ-იგი ტიმოთე ეპისკოპოსი იყო, ხოლო მოციქული ესრეთ მიუწერს, ვითარმედ: "დასხმითა შენდა ჴელთა ხუცობისათა" (), და ვითარმედ: "დიაკონებაჲ (რომელ არს მსახურებაჲ) შენი აღასრულე" (), რომლითა მასვე დიაკონცა უწოდს. და კუალად, ტიტეს მიუწერს, ვითარმედ: "ამისთჳს დამიტევე შენ კრიტეს, რაჲთა დაადგინნე ქალაქად-ქალაქად ეპისკოპოსნი და ხუცესნი" (), და აქაცა მღდელთა დადგინებასა ეპისკოპოს უწოდა, რამეთუ მაშინ ჯერეთ იზიარებოდეს ურთიერთას სახელთა ამათ, ხოლო აწ თითოეული თჳსითა სახელითა წეს არს სახელის-დებად.

გარნა კუალად საძიებელ არს, თუ რაჲსათჳს არა ერსაცა ქალაქისასა, არამედ მოყუასთა ხოლო მიუწერს ეკლესიისათა. ცხად არს, ვითარმედ — ამისთჳს, რამეთუ მათ წარევლინა მისსა ეპაფროდიტე, თანა-წარცემითა საჴმრისაჲთა.

მოციქულისაჲ: მადლი თქუენდა და მშჳდობაჲ ღმრთისა მიერ მამისა ჩუენისა და უფლისა იესუ ქრისტესსა (1,2).

თარგმანი: მადლი მოგუეცა ნათლისღებისა მიერ მოტევებითა პირველ ქ...

სრულად ნახვა