1. ხოლო სული ცხადად მეტყველებს, რომ უკანასკნელ ჟამს რწმენისაგან განდგებიან ზოგიერთნი და შეუდგებიან მაცდურ სულთა და დემონთა მოძღვრებას2. ცრუმეტყველთა თვალთმაქცობით, რომელთაც დადაღეს თავიანთი სინიდისი;3. რომელნიც კრძალავენ ქორწინებას და იმის ჭამას, რაც შექმნა ღმერთმა, რათა მორწმუნენი და ჭეშმარიტების მცოდნენი მადლიერებით ჭამდნენ.4. რადგანაც კეთილია ღმერთის ყოველი ქმნილება და არ არის უარსაყოფი, თუკი მიიღება მადლიერებით,5. ვინაიდან ღვთის სიტყვით და ლოცვით განიწმიდება.6. ამას ასწავლიდე ძმებს და იქნები კეთილი მსახური იესო ქრისტესი, რწმენის სიტყვით და კეთილი მოძღვრებით ნაზარდი, რომლის მიმდევარიც გახდი.7. ხოლო უწმინდურთა და დედაბერთა ზღაპრებს ერიდე და ღვთისმოსაობაში გაიწაფე თავი.8. ვინაიდან სხეულის წვრთნა ცოტა რამეში თუ წაგადგება, ღვთისმოსაობა კი ყოველმხრივ სასარგებლოა, რაკიღა აწინდელი სიცოცხლის აღთქმაცა აქვს და მერმისისაც.9. სარწმუნოა ეს სიტყვა და ღირსი სრული შეწყნარებისა.10. ვინაიდან იმისთვის ვშრომობთ და ვიღვწით, რომ ვესავთ ცოცხალ ღმერთს, რომელიც არის ყოველი კაცისა და, მით უმეტეს, მორწმუნეთა მხსნელი.11. ამას ამცნებდე და ასწავლიდე.12. ნურავის დაამცირებინებ შენს სიჭაბუკეს, არამედ ნიმუშად ექმენ მორწმუნეთ სიტყვით, ქცევით, სიყვარულით, სულით, რწმენით, სიწმიდით;13. ვიდრე მოვიდოდე, გამუდმებით იკითხე, შეაგონე, დამოძღვრე.14. ნუ უგულებელყოფ შენთვის ბოძებულ ნიჭს, რომელიც მოგეცა წინასწარმეტყველებითა და უხუცესთა ხელდასხმით.15. ამაზე იზრუნე და ასე იყავი, რათა შენი წარმატება ცხადი შეიქნეს ყველასთვის.16. გაუფრთხილდი შენს თავსა და მოძღვრებას, დამკვიდრდი მათში, რადგანაც ამით თავსაც იხსნი და შენს მსმენელთაც.
მამა თეოდორე გიგნაძე
1 ტიმოთეს მიმართ 4:4-8, 1 ტიმოთეს მიმართ 4:16-16, სახარებაჲ ლუკაჲსი 16:15-18, სახარებაჲ ლუკაჲსი 17:1-4
მამა თეოდორე გიგნაძე
მამა თეოდორე გიგნაძე
მამა თეოდორე გიგნაძე
მამა თეოდორე გიგნაძე
მამა თეოდორე გიგნაძე
მამა თეოდორე გიგნაძე
მამა თეოდორე გიგნაძე
მამა თეოდორე გიგნაძე
მეზვერე ზაქეს მაძიებლობა:შინაგანი მდგომარეობა,რომელიც ქრისტეს პიროვნებას ეძებს | ქადაგება 02.02.2020
მამა თეოდორე გიგნაძე
მამა თეოდორე გიგნაძე
მამა თეოდორე გიგნაძე