თარგმანი: ესე სიტყუაჲ წინა-მოსწავებით ეკლესიისა მიმართცა თქუმად შეეტყუების, რამეთუ მრავალ არიან შვილნი მისნი, ხოლო არა ყოველნივე, არამედ რჩევითნი ოდენ იპოებიან მათგან, რომელნი ვლენან მოქმედებასა შინა მცნებათასა, რომელნი მოგუცნა მადლით შვილებისა მომანიჭებელმან მან მამამან ზეცათამან, განმყოფელად ჩუენდა ყოვლისაგან სიცრუისა და მომატყუებელად ყოვლისა ჭეშმარიტებისა.
2 იოანე 1:4
3. მადლი, წყალობა, მშვიდობა ნუ მოგშლოდეთ მამა ღმერთისა და მისი ძის - იესო ქრისტესაგან, ჭეშმარიტებით და სიყვარულით.4. დიდად გავიხარე, როცა ვპოვე შენს შვილებს შორის ჭეშმარიტებით მოარულნი, როგორც მიგვიღია მცნება მამისგან.5. ახლა გთხოვ, ქალბატონო, ისე კი არა, თითქოს ახალ მცნებასა გწერდე, არამედ იმას, რაცა გვაქვს დასაბამიდან, რათა გვიყვარდეს ერთმანეთი.
2 იოანე თავი 1