მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

2 კორინთელთა მიმართ 1:21

20. ვინაიდან ღმერთის ყოველი აღთქმა „ჰოა“ მასში და „ამინია“ მასში, ღვთის სადიდებლად ჩვენს მიერ.21. ხოლო ვინც თქვენთან ერთად განგვამტკიცა ქრისტეში და ცხებულნი გვყო, ეს არის ღმერთი,22. რომელმაც ასევე აღვგბეჭდა და მოგვცა წინდი სულისა ჩვენს გულებში.
2 კორინთელთა მიმართ თავი 1
21. ხოლო ვინც თქვენთან ერთად განგვამტკიცა ქრისტეში და ცხებულნი გვყო, ეს არის ღმერთი,
თავი ბ̂. სიყუარულისათჳს მათისა და რიდობისა. რაჲთა არა შეაწუხნეს, დაღათუ ფრიად სარგებელ ეყოფვის შეწუხებაჲ, ვითარცა-იგი მისთჳს, რომელმან ისიძვა, და შეჰრისხნა, რომელსაცა შეუნდობს
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: რომელმან განმამტკიცნა ჩუენ თქუენ თანა ქრისტეს მიმართ (1,21).:

თარგმანი: ვინაჲთგან მაღალი სიტყუაჲ თქუა, ვითარმედ: "ჩუენ მიერ სრულ იქმნებიან აღთქუმანი", აწ კუალად ღმრთისავე აღიყვანებს ამასცა, ვითარმედ: დაღაცათუ ჩუენ გჳჴუმევს მსახურად საიდუმლოჲსა, არამედ თჳთ თავადი იგი არს აღმასრულებელ ყოვლისა, არა ხოლო აღთქუმათა თჳსთა უქცეველობისა, არამედ სიმტკიცისაცა ამის, რომელ მოგუცა ყოველთა, რაჲთა არა შევირყეოდით სარწმუნოებისაგან იესუ ქრისტესისა.

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის