მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

2 კორინთელთა მიმართ 1:22

21. ხოლო ვინც თქვენთან ერთად განგვამტკიცა ქრისტეში და ცხებულნი გვყო, ეს არის ღმერთი,22. რომელმაც ასევე აღვგბეჭდა და მოგვცა წინდი სულისა ჩვენს გულებში.23. და მე ღმერთს ვუხმობ ჩემი სულის მოწმედ, რომ გინდობდით და ამიტომ დღემდე არ მოვსულვარ კორინთოში;
2 კორინთელთა მიმართ თავი 1
22. რომელმაც ასევე აღვგბეჭდა და მოგვცა წინდი სულისა ჩვენს გულებში.
თავი ბ̂. სიყუარულისათჳს მათისა და რიდობისა. რაჲთა არა შეაწუხნეს, დაღათუ ფრიად სარგებელ ეყოფვის შეწუხებაჲ, ვითარცა-იგი მისთჳს, რომელმან ისიძვა, და შეჰრისხნა, რომელსაცა შეუნდობს
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: და აღგუბეჭდნა ჩუენ და მოგუცა წინდი იგი სულისაჲ გულთა შინა ჩუენთა (1,22).:

თარგმანი: აღმბეჭდველ ჩუენდა არს ღმერთი მამაჲ, ხოლო საბეჭდავ — სული წმიდაჲ, რომლითა აღგუბეჭდავს ძისა მიერ თჳსისა. ხოლო წინდი რაჲ თქუა, ყოფადთა საუკუნეთაჲ იგი დაუსრულებელი ცხორებაჲ დაგჳმტკიცა, რამეთუ ყოველი წინდი უეჭუელად მისაცემელისა რაჲსმე ქადებასა დაამტკიცებს, რომლისათჳსცა მოციქული ესრეთ იტყჳს, ვითარმედ: უკუეთუ მან მტერ-ქმნულნი ესოდენ შემიყუარნა, რომელ საცხებელი იგი და ბეჭედი სულისაჲ აქავე მოსცა გულთა შინა ჩუენთა, სიმტკიცისათჳს გულსავსებისა, ვითარმედ უეჭუელად არა ცუდად წარსწყმედს იგი წინდსა მას თჳსსა, ვითარ არა უფროჲს მეგობარ მისსა ქმნულნი უეჭუელად ღირს ყვნეს კეთილთა მათ საუკუნეთა.

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის