მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

2 კორინთელთა მიმართ 1:7

6. რადგან, თუ გვიჭირს, თქვენი ნუგეშისა და ხსნისათვის გვიჭირს, ხოლო თუ ვინუგეშებით, ისევ თქვენივე ნუგეშისათვის, რათა შეგაძლებინოთ იმავე ტანჯვის ატანა, რასაც ჩვენ ვიტანთ.7. მტკიცეა ჩვენი იმედი თქვენს მიმართ, რადგანაც ვიცით, რომ არა მარტო ჩვენი ტანჯვის თანამოზიარენი ხართ, არამედ ნუგეშისაც.8. ამიტომ გვინდა იცოდეთ, ძმანო, რა საშინლად გაგვიჭირდა ასიაში, ისე, რომ ლამის სიცოცხლეც კი აუტანელი გაგვიხდა.
2 კორინთელთა მიმართ თავი 1
7. მტკიცეა ჩვენი იმედი თქვენს მიმართ, რადგანაც ვიცით, რომ არა მარტო ჩვენი ტანჯვის თანამოზიარენი ხართ, არამედ ნუგეშისაც.
თავი ა̂. მადლობაჲ შეწევნისათჳს ღმრთისა, რომლისათჳს იტყჳს მოსავ ყოფად, რაჲთა მისსა მიმართ დავდვათ სასოებაჲ
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: რომლითა-ესე ჩუენცა გუევნების და სასოებაჲ ჩუენი მტკიცე არს თქუენთჳს (1,6-7).:

თარგმანი: ესრეთ ეტყჳს, ვითარმედ: "გულპყრობილ ვარ, რამეთუ ვერარამან შეგარყინეს თქუენ; ვერცა თჳთ თქუენდა, ვერცაღა ჩუენდა შემთხუეულთა ვნებათა და ჭირთაგანმან.

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის