1.პავლე, ღვთის ნებით მოციქული იესო ქრისტესი, და ძმა ტიმოთე - ღვთის ეკლესიას, რომელიც არის კორინთოში, მთელს აქაიაში მყოფ ყველა წმიდასთან ერთად:2.მადლი თქვენდა და მშვიდობა ჩვენი მამა ღმერთისა და უფალ იესო ქრისტესაგან.3.კურთხეულია ღმერთი და მამა ჩვენი უფლის იესო ქრისტესი, მამა მოწყალებისა და ღმერთი ყოველგვარი ნუგეშისა,4.ყოველნაირ გასაჭირში რომ გვანუგეშებს, რათა ჩვენც შეგვეძლოს ვანუგეშოთ ყოველი გაჭირვებული იმ ნუგეშით, რომლითაც გვანუგეშებს ღმერთი.5.ვინაიდან როგორც ქრისტეს ვნებანი მრავლდებიან ჩვენში, მრავლდება ქრისტეს მიერ ჩვენი ნუგეშიც.6.რადგან, თუ გვიჭირს, თქვენი ნუგეშისა და ხსნისათვის გვიჭირს, ხოლო თუ ვინუგეშებით, ისევ თქვენივე ნუგეშისათვის, რათა შეგაძლებინოთ იმავე ტანჯვის ატანა, რასაც ჩვენ ვიტანთ.7.მტკიცეა ჩვენი იმედი თქვენს მიმართ, რადგანაც ვიცით, რომ არა მარტო ჩვენი ტანჯვის თანამოზიარენი ხართ, არამედ ნუგეშისაც.8.ამიტომ გვინდა იცოდეთ, ძმანო, რა საშინლად გაგვიჭირდა ასიაში, ისე, რომ ლამის სიცოცხლეც კი აუტანელი გაგვიხდა.9.მაგრამ თვითონვე გამოვუტანეთ ჩვენს თავს სასიკვდილო განაჩენი, რათა ჩვენი თავის იმედი კი აღარ გვქონდა, არამედ ღვთისა, რომელიც აღადგენს მკვდრებს;10.სწორედ მან გვიხსნა ამნაირი სიკვდილისაგან, ახლაც გვიხსნის და იმედი გვაქვს, რომ კვლავ დაგვიხსნის;11.რაშიაც თქვენც შეგვეწევით თქვენი ლოცვებით, რათა ამდენი ხალხის მეოხებით მიღებული მადლისათვის მრავალმა მოგვაგოს მადლი.12.რადგანაც ჩვენი სიქადული ისაა, რასაც გვიმოწმებს ჩვენი სინიდისი, რომ სიწრფელითა და საღმრთო სიწმიდით, ხორციელი სიბრძნით კი არა, არამედ ღვთის მადლით ვცხოვრობდით ამ ქვეყნად, მით უმეტეს, თქვენს შორის.13.სხვა რამეს კი არა გწერთ, არამედ იმას, რასაც კითხულობთ ან იმეცნებთ და, იმედი მაქვს, ბოლომდე შეიმეცნებთ.14.ისევე, როგორც ნაწილობრივ უკვე შეიცნეთ, რომ ჩვენ თქვენი სიქადული ვართ, ხოლო თქვენ - ჩვენი, უფალ იესოს დღეს.15.ამაში დარწმუნებული ჯერ თქვენთან ვაპირებდი მოსვლას, რათა მეორედაც მიგეღოთ მადლი;16.თქვენგან კი მაკედონიაში წავსულიყავი, ხოლო მაკედონიიდან კვლავ გწვეოდით, რათა იუდეაში გაგეცილებინეთ.17.ამის მოსურნე ცოტა ხომ არ ავმჩატდი? ან, იქნებ, რასაც ვფიქრობ, ხორციელად ვფიქრობ, რათა ერთდროულად მქონდეს „ჰო-ჰოც“ და „არა-არაც“?18.მაგრამ ღმერთია მოწმე, რომ ჩვენი სიტყვა თქვენს მიმართ არ ყოფილა ხან „ჰო“ და ხან „არა“.19.რადგანაც ძე ღვთისა, იესო ქრისტე, რომელსაც თქვენს შორის ვქადაგებდით მე, სილვანუსი და ტიმოთე, არ ყოფილა „ჰოც“ და „არაც“, არამედ მხოლოდ „ჰო“ იყო მასში.20.ვინაიდან ღმერთის ყოველი აღთქმა „ჰოა“ მასში და „ამინია“ მასში, ღვთის სადიდებლად ჩვენს მიერ.21.ხოლო ვინც თქვენთან ერთად განგვამტკიცა ქრისტეში და ცხებულნი გვყო, ეს არის ღმერთი,22.რომელმაც ასევე აღვგბეჭდა და მოგვცა წინდი სულისა ჩვენს გულებში.23.და მე ღმერთს ვუხმობ ჩემი სულის მოწმედ, რომ გინდობდით და ამიტომ დღემდე არ მოვსულვარ კორინთოში;24.იმიტომ კი არა, რომ თქვენს რწმენაზე ვიუფლოთ, არამედ იმიტომ, რომ ხელს ვუწყობთ თქვენს სიხარულს, რადგანაც რწმენითა დგახართ.
პავლე, მოციქული იესუ ქრისტესი ნებითა ღმრთისაჲთა, და ტიმოთე ძმაჲ (1,1).
გუაკურთხენ, მამაო.
სახელისათჳს უკუე, ვითარცა ყოველსა ებისტოლესა, ეგრეთვე აქაცა ცხად არს, ვითარმედ შორიელთა მიმართ მისწერს. ამისთჳს იტყჳს, ვითარმედ: "პავლე", და ზედა-დაჰრთავს პატივსა მას მოციქულებისა თჳსისასა, არა ლიტონად და თავით თჳსით მოგებულად, არამედ ღმრთისა მიერ მისდა მონიჭებულად, რამეთუ, რაჲთა უცხო იყოს ყოვლისა ზუაობით სიქადულისაგან, ამისთჳს იტყჳს, ვითარმედ: "ნებითა...
მოციქულისაჲ: და ამით სასოებითა მინდა მისლვად თქუენდა პირველად (1,15).
თარგმანი: რომელი არს სასოებაჲ იგი, გარნა თუ რაჲთა სიქადულ მისსა იყვნენ იგინი დღესა მას უფლისა იესუ ქრისტესსა, და რამეთუ უყუარან იგინი, და რამეთუ არარაჲ სივერაგეთა და ზაკუვათაგანი შეუცნობიეს ყოვლად უმანკოჲსა მის გონებისა თჳსისადა.
მოციქულისაჲ: რაჲთა მეორე სიხარული გაქუნდეს (1,15).
თარგმანი: ესე იგი არს, ვითარმედ მრჩობლი სიხარული. პირველად - ებისტოლისა მიერ პირველისა, რომელსა შინა აღეთქუა მისლვაჲ მათდა, და მეორედ — თჳთ...
ესე ებისტოლე მიუწერა მაკედონიაჲთ, რამეთუ მათ შე-რაჲ-იწყნარეს პირველი იგი ებისტოლე, ლმობიერ იქმნეს და შეწუხნეს თუ ვითარ შეურაცხ-ეყო ცოდვაჲ იგი მსიძავისაჲ მის ბოროტად. და კუალად ეტყოდეს მრავალნი, ვითარმედ ჯერ-არს მოსეს რჩულისა დამარხვაჲ, და ამისთჳს მიუწერა მათ ესე ებისტოლე.
პავლესი: ამას რაჲ ვზრახევდ, ნუ-უკუე მცირედ რაჲ-მე მიყოფიეს? ანუ რომელსა ვზრახავ, ჴორციელად-მე რას ვზრახავ? (1,17).
თარგმანი: მეგულებოდა თქუენდა მომართ მოსლვაჲო. და რაჲსათჳს არა მოვედ? —ამისთჳს,...
სწავლაჲ ნგ ვითარმედ არა ჯერ-არს შიში შეცვალებისათჳს საქმეთა ამის ცხორებისათა, არამედ ესე ხოლო შეკრძალვაჲ, რაჲთა სათნოებაჲ შეუცვალებელად გუაქუნდეს:
...ითა, არამედ აქუნდა ღმრთისამიერი ნუგეშინის-ცემაჲ, ვითარცა პავლე იტყჳს: „კურთხეულ არს ღმერთი და მამაჲ უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესი, მამაჲ მოწყალებათაჲ და ღმერთი ყოვლისა ნუგეშინის-ცემისაჲ, რომელი ნუგეშინის-მცემს ჩუენ ყოველთა შინა ჭირთა ჩუენთა, რაჲთა შეუძლოთ ჩუენცა ნუგეშინის-ცემად ყოველთა მათ ჭირვეულთა“.
ხოლო შენ, კაცო, რაჟამს შეგემთხჳოს მცირე რაჲმე განსაცდელი, იწყი დრტჳნვად, ვითარმცა ყოველნი ჟამნი შენნი განსაცდელსა მას შინა გარდაგეჴადნეს, და მრავალთა მათ კეთილთა და ნუგეშინის-ცემათა ღმრთისათა, რომელნი მოუცემიან შენდა სიყრმით შენითგან, უმადლო იქმნი და მოვიწყე; რამეთუ ესე საქმე არს კაცთა უგუნურთა და უგულისჴმოთაჲ, რომელ-თა-ესე გუნებავს, რაჲთამცა დღითი-დღე სიხარულსა და განცხრომასა შინა ვიყვენით. ამისთჳსცა მცირედი თუ მწუხარებაჲ მოიწიოს, ყოველივე დავივიწყით და შევჰრაცხნით თავნი ჩუენნი, ვითარმცა სამარადისოსა მწუხარებასა შინა ვიყოფოდეთ, და არა გულისჴმა-ვჰყოფთ, ვითარმედ არა შესაძლებელ არს კაცისა მარადის მწუხარებასა შინა ყოფად. რამეთუ ესრეთ არს ცხორებაჲ ესე საწუთროჲსაჲ: არცა ესევითარი სადა იპოების საქმე, რაჲთამცა მარადის სიხარულსა შინა იყო და არასადამცა შეემთხჳა მწუხარებაჲ; არცა ესე შესაძლებელ არს, რაჲთამცა ყოვლადვე მწუხარებასა შინა ვინ...
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და აჰა ესერა აღძრვაჲ იყო დიდი ზღუასა მას ზედა, ვიდრე დაფარვადმდე ნავისა ღელვათაგან. ხოლო თავადსა ეძინა. და მოუჴდეს მას მოწაფენი, აღადგინეს უფალი და ეტყოდეს: უფალო, მიჴსნენ ჩუენ, რამეთუ წარვწყმდებით! და თავადმან ჰრქუა მათ: რაჲსა შეშინდით, მცირედმორწმუნენო? მაშინ აღდგა, შეჰრისხნა ქართა მათ და ზღუასა, და იქმნა მეყსეულად დაყუდება დიდ“ (8,24-26).:
..., ვითარცა პავლე იტყჳს, ვითარმედ: „გარდარეულად უფროჲს ძალისა დაგჳმძიმდა, ვიდრე წარწირვამდე ჩუენდა ცხორებისაცა. არამედ თჳთ თავით თჳსით განჩინებაჲ იგი სიკუდილისაჲ მოგუეღო, რაჲთა არა ვესვიდეთ თავთა თჳსთა, არამედ ღმერთსა, რომელმან-იგი აღადგინნის მკუდარნი, რომელმან ესევითარისა სიკუდილისაგან მიჴსნა ჩუენ“. და სხუანი მრავალნი ძნელოვანნი შეემთხჳნეს, ვიდრეღა ძჳრ-ძჳრითა სიკუდილითა მოსწყდეს. და მის ყოვლისა წინაჲთვე მომასწავებელი იყო ღელვაჲ იგი. ამისთჳსცა, ჰრქუეს რაჲ: „უფალო, მიჴსნენ ჩუენ“, პირველად მათ შეჰრისხნა და მერმე ზღუასა მას, რამეთუ შეშფოთებაჲ იგიცა მათი უმჯობესისა მათისათჳს იქმნა, რაჲთა აქუნდეს ამისა შემდგომადცა ჴსენებაჲ საკჳრველებისაჲ მის. და ამისთჳსცა მიიძინა, რაჲთა ადგილ-სცეს შიშსა მოსლვად მათ ზედა, რამეთუ უკუეთუმცა ეღჳძა, არამცა ესრეთ შეშინებულ იყვნეს, არცამცა ვედრებულ. ამისთჳს მიიძინა, რაჲთა ადგილ-სცეს შიშსა მოსლვად მათ ზედა. რამეთუ ვინაჲთგან ყოველთა ზედა იხილნეს ქველისმოქმედებანი მისნი, ხოლო მათ ზედა არა ქმნულ იყო სასწაული, რამეთუ არცა მკელობელ იყვნეს, არცა ბრმა, არცა სხჳთა რაჲთმე უძლურებითა შეპყრობილ, და ჯერ-იყო, რაჲთა თავთა ზედა თჳსთაცა იხილესმცა ქველისმოქმედებაჲ მისი. ამისთჳს შეუნდო მოწევნად ზამთრისა მის, რაჲთა შეშინდ...