თარგმანი: ამით სიტყჳთა ზოგად ყოველთა შეაშინებს, ვითარმედ: თქუენ ყოველთა შორის აღრეულ არიან მაგინებელნი იგი, რომლისათჳს მეშინის აწ მოწევნად საშჯელისა, ნუუკუე თქუენცა შეგეხოს რისხვაჲ, ხოლო რაჟამს ასწავოთ თავთა თჳსთა და ურთიერთას, და ყოველი ცთომილებაჲ ჩუენდა მომართი განჰმართოთ, რამეთუ ესე არს აღსრულებაჲ მორჩილებისაჲ, რაჟამს არღარა აწინდლებრ ზოგებით, არამედ სრულებით მორჩილ მექმნნეთ მე, მიერითგან განმზადებულად მაქუს საშჯელი შურისგებისაჲ მათ ზედა, რომელნი მოუქცეველად ეგნენ ურჩებისაგან.
2 კორინთელთა მიმართ 10:6
5. მისი წყალობით ვამხობთ ყოველგვარ ზრახვას და, ქედმაღლობას, ღვთის შემეცნების წინააღმდეგ აღძრულს, და მისითვე ვატყვევებთ ყოველგვარ აზრსაც, რათა დაემორჩილოს ქრისტეს.6. ასე რომ, მზადა ვართ შური ვიძიოთ ყოველგვარ ურჩობაზე, როცა აღსრულდება თქვენი მორჩილება.7. დაუკვირდით, რაც თვალწინ გიძევთ. ვისაც ჰგონია, ქრისტესი ვარო, თავად განსაჯოს ისიც, რომ როგორც თვითონ არის ქრისტესი, ასევე ჩვენც ქრისტესნი ვართ.
2 კორინთელთა მიმართ თავი 10