მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

2 კორინთელთა მიმართ 11:17

16. კვლავაც ვიტყვი: ნურავინ მიმიჩნევს უგუნურად, თუ არა და, ისე მაინც მიმიღეთ, როგორც უგუნური, რათა ცოტა რამ მეც მქონდეს სასიქადულო.17. რასაც ვამბობ, ამნაირად რომ ვიქადი, უფლის მიხედვით როდი ვამბობ, არამედ უგუნურებით.18. რაკიღა ბევრი იქადის ხორციელად, მეც შემიძლია ვიქადოდე.
2 კორინთელთა მიმართ თავი 11
17. რასაც ვამბობ, ამნაირად რომ ვიქადი, უფლის მიხედვით როდი ვამბობ, არამედ უგუნურებით.
თავი ი̂. მითხრობაჲ თჳსთა მათ ჭირთა და შრომათაჲ და გულსმოდგინებისა და მადლთაჲ, რაჲთა არა ამაოდ მოქადულთა და მაჩუენებელთა შეუდგენ კორინთელნი; რომელსა შინა იტყჳს და შეატყუებს თავსა თჳსსა, და გამოეძიებს მათდა მიმართ, და ამხილებს მათ. ამისსა შემდგომად იტყჳს ღმრთისამიერისა მისთჳს მისდა მოცემულისა დაქენჯნისა პატიოსნისა, და მის თანა მყოფისა მარადის საღმრთოჲსა ძლიერებისა, და განჰმზადებს მათ მისლვისა მისისათჳს მათდა მიმართ
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: რომელსა-ესე ვიტყჳ, არა ვიტყჳ უფლისა მიერ (11,17).:

თარგმანი: ესრეთ იტყჳს, ვითარმედ: სიტყუანი ესე სიქადულისანი არა ბრძანებისა მისებრ საუფლოჲსა ითქუმიან, რომელი გუამცნებს, ვითარმედ: რაჟამს ჰყოთ ყოველივე ბრძანებული თქუენდა, თქუთ: "მონანი ვართ უჴმარნი; რომელი თანა-გუედვა ყოფად, ვყავთ" (). იხილე, ვითარ სიტყუათა ოდენ დასდებს ბრალსა, არა საქმესაცა, რამეთუ სიტყუაჲ სიქადულისაჲ არა საღმრთო არს. ხოლო ოდეს ესევითარი მიზეზი იყოს, რომელ საღმრთოჲ ქადაგებაჲ წარემართებოდის მის მიერ, მაშინ ზომიერად ჯერ-არს ჴუმევაჲ მისი.

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის