თარგმანი: ვინაჲთგან ზემო თქუა, ვითარმედ: "თავსცა-იდვათ უგუნურთაჲ გონიერთა მაგათ", და ამით სახითა განადიდა ბრალი მათი, ვითარმედ: "უკუეთუმცა უგუნურნი თავს-იდებდით სიტყუათა წინააღმდგომთასა, შენდობაჲმცა გაქუნდა უმეცრებისათჳს; ხოლო აწ ეგერა, გონიერნი, მეცნიერებით სცოდავთ", რამეთუ ესე არს აწინდელი ესე თავი სიტყჳსაჲ: "რამეთუ თავსცა-იდებთ". რასა თავს-იდებდეს? — არამედ წინამდებარეთა ამათ ჭირთა შემთხუევასა ცრუმოციქულთაგან. რამეთუ ვითარ-იგი პირველ არა სხჳსა ქადაგებისა შემომღებელად, არცა სხჳსა იესუჲს მახარებელად უწოდდა, რაჲთა არა დასაბამსავე სიტყჳსასა დაუმძიმოს მათ მხილებითა, ხოლო უკუანაჲსკნელ განაცხადა ცრუმოციქულ ყოფაჲ მათი, ეგრეთვე, მცირედ-რე ზემო, ამას ზედა იტყოდა მოქადულობასა მათსა, ვითარმედ: არარაჲსა ვისგან ჴუმევასა ზედა მოქადულ არიან; და რაჲთა რასა ზედა იქადიან, იპოვნენ, ვითარცა ჩუენ; რამეთუ ამას ჰყოფდა მცირედ-მცირედ და არა ერთბამად განცხადებისათჳს აუგთა მათთაჲსა. ხოლო აწ ზედამიწევნით განაცხადებს და სიმძიმესა მხილებათასა სიღრმითა სიტყუათაჲთა დაჰფარავს. რამეთუ მათთჳს იტყჳს, ვითარმედ: უკუეთუ თქუენ მათგან თავს-იდებთ, რომელნი-იგი არა ხოლო თუ...
19. რადგანაც თქვენ, გონიერნი, მშვენივრად იტანთ უგუნურთ.20. იტანთ, როცა ვინმე გიმონებთ, როცა ვინმე გჭამთ, როცა ვინმე გყვლეფთ, როცა ვინმე ქედმაღლობს ან გირტყამთ სახეში.21. სირცხვილით ვამბობ, თითქოსდა ჩვენც დავუძლურდით; მაგრამ თუ ვინმე ბედავს დაიქადოს, უგუნურებით ვიტყვი: მეც ვბედავ.
2 კორინთელთა მიმართ თავი 11